გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მიიღო

გაეროს განვითარების პროგრამის შეხვედრაში მონაწილეობა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მიიღო

access_time2020-01-21 14:50:09

გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) უთანასწორობის დაძლევისა და საქართველოში განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე შეხვედრა გამართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობითვე, ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო, რომელიც პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა.



„ნებისმიერი პროექტი, რომელსაც აღმასრულებელი მუნიციპალურ დონეზე ახორცილებს, მათ შორის თბილისის მერია, მიმართული უნდა იყოს თითოეული მოქალაქისთვის ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შექმნაზე და ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისკენ, რომელიც მათი ქონების კაპიტალიზაციას მოახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ის ქმედებები, რასაც თბილისის მერია დღეს ახორციელებს, გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია და ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიის კუთხითაა განსახორციელებელი. ამ პროექტებში გათვალისწინებულია ინკლუზიისა და გენდერული თანასწორობის საკითხები, ასევე, ყველა ის ძირითადი მიმართულება, რაც საქართველოს და კერძოდ, თბილისის ეკონომიკას გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა ბითაძემ.



„შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა მდგრადი განვითარების მიღწევის პოლიტიკასა და უთანასწორობის დაძლევის გზებზე. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის განვითარების 2019 წლის ანგარიშის - „შემოსავლების მიღმა, საშუალოების მიღმა, დღევანდელობის მიღმა: ადამიანის განვითარების უთანასწორობა 21-ე საუკუნეში“ პრეზენტაცია. ანგარიშში მოცემული ანალიზი სცდება შემოსავლების ფაქტორს და აფასებს უთანასწორობის იმ ახალ ასპექტებს, რომლებიც ადამიანებს უზღუდავს შესაძლებლობას და საფრთხის ქვეშ აყენებს მათ კეთილდღეობას. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით საქართველო 70-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის.




ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო UNDP-ისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით ჩატარებული ტექნიკური ანალიზის მიგნებები, რომელიც ასახავს საქართველოს წინსვლას მდგრადი განვითარების მიღწევის მიმართულებით.



ღონისძიების ორგანიზატორი გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იყო. დისკუსია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონიმ გახსნეს. შეხვედრას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up