თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფორუმში მიიღო მონაწილეობა

access_time2020-10-08 23:59:34

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფორუმში. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


„აღნიშნულ ფორუმში ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქალაქის მერებმა და მერის მოადგილეებმა ისაუბრეს ქალაქების როლზე მდგრადი განვითარების პროცესში. 


მაია ბითაძემ კოლეგებს გაუზიარა თბილისის გამოცდილება, მდგრადი ურბანული მობილობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე. კერძოდ, ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის ძირეულ ცვლილებაზე, რომელიც ეყრდნობა ევროკავშირის სატრანსპორტო პოლიტიკას და ახალ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე.


მან ხაზი გაუსვა მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ქალაქის მნიშვნელობას, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად. კერძოდ, ადგილობრივ დონეზე სწორი სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით შესაძლებელია, მნიშვნელოვნად შემცირდეს სათბური გაზების ემისია, რაც, ადგილობრივ დონეზე ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან ერთად, ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესს.



მერის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე, რომლის განვითარება თბილისის მერიის უმთავრეს პრიორიტეტებს შორისაა. მისი თქმით, თბილისში დაგეგმილი ახალი საქალაქო პარკების მშენებლობა თბილისის არამხოლოდ გარემოსდაცვითი, არამედ ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა.


მაია ბითაძე შეეხო ქალაქის მდგრად განვითარებაში კერძო სექტორის სოციალურ პასუხისმგებლობასაც. ამის ერთ-ერთ მაგალითად მან ფონდ „ქართუს“ მიერ იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მშენებლობის პროექტი დაასახელა.


მერის მოადგილემ ხაზი გაუსვა გარემოსდაცვითი დემოკრატიის განვითარების მნიშვნელობასა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებულ მონაწილეობითი დემოკრატიის საპილოტე პლატფორმაზე ისაუბრა. აღნიშნული პლატფორმა ხელს შეუწყობს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას მწვანე სივრცეების დაგეგმარების პროცესში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up