თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო

თბილისის მერის მოადგილე განახლებულ „მზიურში“ გალერეა-მედიათეკის მოწყობის პროექტს გაეცნო

access_time2020-07-11 14:31:00

თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ განახლებულ ტეროტორიაზე დაგეგმილ პროექტს გაეცნო, რომელიც პარკის ქვედა ნაწილში მდებარე ყოფილი საბაგირო შენობის რეკონსტრუქციას, მის ფუნქციურ დატვირთვასა და თანამედროვე ხელოვნების გალერეა-მედიათეკის მოწყობას გულისხმობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



ანდრია ბასილაია სოციალური საწარმოს - „მზიურის კაფე“ დამფუძნებელ ანა გოგუაძეს შეხვდა და პროექტის დეტალები მოისმინა.



„აღნიშნულ პროექტზე საინიციატივო ჯგუფი თითქმის ათი წელი მუშაობდა და მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს არაერთი კომერციული შეთავაზება ჰქონდა, გადაწყდა, არსებული სივრცე ხელოვნების დარგისთვის დაგვეთმო და მიგვეცა შესაძლებლობა, განახლებულ „მზიურზი“ ბევრი საინტერესო პროექტი განეხორციელებინათ“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.




პროექტის მიზანია, შენობას არქიტექტურული სახე შეუნარჩუნდეს და ფუნქციური დატვირთვა შეიძინოს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქალაქის ცენტრში მდებარე პარკის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებას.



მულტიფუნქციურ სივრცეში საზოგადოების ჯგუფებს შორის კულტურული დიალოგის წარმოება, შემეცნებით-საგანმანათლებლო, კულტურულ აქტივობებში მოქალაქეთა ჩართვა, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის კულტურული ინიციატივების გახორციელება, თანამედროვე ხელოვნების წარმომადგენლებისა და მკვლევარებისთვის ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნა და რაც მთავარია, „მზიურის“ მნიშვნელოვან ტურისტულ ადგილად ქცევა იგეგმება, სადაც დასვენებისა და განტვირთვის გარდა, ქვეყსტუმრები ადგილობრივ თუ საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს გაეცნობიან.




„მზიურის“ გალერეა სოციალური, არაკომერციული პროექტია, რომლის იდეასა და შესაძლებლობების განვითარებაზე ფონდი „აჰუაჰუ“ მუშაობს. ბავშვთა ქალაქში გალერეა-მედიათეკას თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მოაწყობს, ხოლო შემდეგ, აღნიშნული შენობა-ნაგებობა სოციალურ საწარმოს უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაეცემა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up