თბილისის მერის მიერ დაანონსებული, მრავალსართულიანი ავტოფარეხების პროექტი შეჩერებულია

თბილისის მერის მიერ დაანონსებული, მრავალსართულიანი ავტოფარეხების პროექტი შეჩერებულია

person access_time2016-02-29 16:23:43

როდის დაიწყება თბილისის მერიის მიერ დაანონსებული მიწისქვეშა და მრავალსართულიანი ავტოსადგომების მშენებლობა, გაურკვეველია. გასული წლის სექტემბერში ქალაქის მთავრობაში „კომერსანტთან" აცხადებდნენ, რომ თბილისში თანამედროვე ტექნოლოგიების მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოსადგომების მოსაწყობად სათანადო გამოცდილების მქონე კონსულტანტს ერთი თვის ვადაში შეარჩევდნენ.

 

ახლა მერიაში აცხადებენ, რომ ამ მიმართულებით ახალი არაფერია, შესაბამისად, არც საკონსულტაციო კომპანიაა შერჩეული, რომელიც ავტოსადგომების მშენებლობისთვის საჭირო ადგილების შესწავლას დაიწყებს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ თუ რაიმე სიახლე იქნება, გვაცნობებენ.

 

2015 წლის სექტემბერში აცხადებდნენ, რომ იმ დროისთვის აღნიშნული სამუშაოს შესრულებით რამდენიმე საკონსულტაციო კომპანია იყო დაინტერესებული.

 

"შერჩეული კომპანია უზრუნველყოფს შესაბამისი კვლევის ჩატარებას და თბილისში პარკირების საჭიროების, დაცული პარკირების ადგილების და ავტოსადგომების ადგილმდებარეობის დადგენას, თბილისის (ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, მთაწმინდის, დიდუბის, ჩუღურეთის) ცენტრალურ ქუჩებში, ისტორიულ და ბიზნეს რაიონებში მიწისქვეშა პარკირების შესაძლებლობების შეფასებას და მათი ტევადობის (მომავალში სატრანსპორტო მოძრაობის ზრდის გათვალისწინებით) განსაზღვრას,"- განმარტავდნენ თბილისის მერიაში.



დედაქალაქში მიწისქვეშა მრავალსართულიანი ავტოსადგომების მოწყობის ვალდებულება ახალმა მერმა საკრებულოს წინაშე აიღო. დავით ნარმანიას თბილისის განვითარების ახალი პროგრამის მიხედვით, პარკირების ადგილების მოწყობა ძალიან ეფექტურია გზებზე საცობების თავიდან აცილების თვალსაზრისით.


2015 წლის იანვარში დედაქალაქის არქიტექტორის სამსახურში აცხადებდნენ, რომ მერიაში შესულია კონკრეტული ინიციატივები.


"ეშმაკის ბორბლის ტიპის მექანიზმია, ითხოვს ძალიან მცირედ ფართს და განთავსდება ძალიან ბევრი მანქანა. ასეთი მექანიზმი შემოგვთავაზა ბევრმა დეველოპერმა და აი, ამ მექანიზმის ჩამოტანის საშუალება გვაქვს. თვითონ ტარიფი რა იქნება ამ ფარეხის, ეს პირდაპირ განპირობებულია, თუ რანაირი ტიპის ხელშეკრულებას დავდებთ უკვე ბიზნესმენებთან''- აცხადებდა არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ნინო ღოღობერიძე.


ამ განცხადებების მიუხედავად, დღემდე უცნობია ვინ და რა პროცედურებით განახორციელებს აღნიშნული პარკირების ადგილების მოწყობას და რომელი კომპანია მოახდენს მის მართვას. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ სადგომების აშენებას კომპანია „სითი პარკი" არ აპირებს.



„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“

„სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი“
access_time2019-12-12 14:30:05
„არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი“, - ეს სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალური განცხადებაა. საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამი საზოგადეობის დიდმა ნაწილმა შეურაცხყოფად მიიღო და მთავრსარდლისგან მობოდიშება მოითხოვა.  აღსანიშნავია რომ პრეიზდენტს „ქართული ოცნების“  წევრებიც...

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე
access_time2019-12-12 16:00:38
ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...


მსგავსი სიახლეები

up