დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება - როგორ აფასებენ დეველოპერები თბილისის მერის ინიციატივას

დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება - როგორ აფასებენ დეველოპერები თბილისის მერის ინიციატივას

access_time2019-03-26 11:00:43

თბილისის მერის ინიციატივა, რომელიც  ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობების  აშენების პერსპექტივას იძლევა, დეველოპერები ეხმაურებიან. 


დეველოპერული კომპანია „ბინადარის“ აღმასრულებელი დირექტორი გოგა ტალახაძე  განმარტავს, რომ  თბილისის მერის ინიციატივა  და შეთავაზება მიმზიდველია, თუცა, მნიშვნელოვანია  კალკულაცია.


 კერძოდ, დასათვლელია რა ოდენობის  თანხა იქნება საჭირო დაუსრულებელი მშენებლობისთვის ან ავარიული კორპუსის გასამაგრებლად, თუ  ეს ხარჯი ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე K2 კოეფიციენტის შედეგად მიღებული სარგებელი, რა თქმა უნდა, ეს დეველოპერული ბიზნესისთვის მიმზიდველი წინადადება იქნება. „ამით თბილისსაც ეშველება, ამდენი დაუსრულებელი და ავარიული სახლი რომ არის მოევლება,“ აღნიშნავს ტალახაძე.


დეველოპერული კომპანია „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ თბილისის მერიის მიერ შეთავაზებული იდეა კარგია და თეორიულად, განსახორციელებელია.  თუმცა, მთავარია მოხდეს კალკულაცია. მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ადგილზეა ობიექტი.


 „ასე ადვილად არ არის საქმე, დაუსრულებელ მშენებლობებში ათასი ვალდებულებებია, დასათვლელია, რა რესურსი აქვს დარჩენილი ობიექტს და რა ბენეფიტებს მიიღებს ბიზნესი. თუ ეს დეველოპერისთვის მიმზიდველი იქნება, შევა, თუ არა, მაშინ სახელმწიფოს თავად მოუწევს  დაუსრულებელი კორპუსების დასრულება,“  აცხადებს წაქაძე.


მისი განცხადებით, დღეს თბილისში ბევრი ისეთი დაუსრულებელი შენობაა, რომელსაც რესურსი ამოწურული აქვს. ამიტომ, ძნელი სათქმელია, რამდენით უნდა მოემატოს კოეფიციენტი, რომ მშენებელმა ის ამოწურული რესურსი გადაფაროს და მოგებაც დარჩეს.



მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დაუსრულებელი მშენებლობების რაოდენობა მომავალში გაიზრდება, რადგან დღეს ერთი მიმართულებით კეთდება რეგულაციები და მთავარი მიმართულება, რის გამოც ჩერდება ესა თუ ის ობიექტი, ისე მოუგვარებელია. მთავარი მიზეზი ფინანსური უზრუნველყოფაა. საზღვარგარეთ არცერთ ობიექტზე მშენებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ კომპანიამ არ მოიტანა ფინანსური უზრუნველყოფა. მან გარკვეული თანხა უნდა დადოს დეპოზიტზე და მოხდეს მისი მონიტორინგი, ან წარმოადგინოს  მყარი საბანკო გარანტია იმის დასადასტურებლად, რომ მასზე გამოყოფილია საკრედიტო ხაზი და ბანკი აფინანსებს.


„ასეთ დროს  ბანკი თითოეულ თეთრს აკონტროლებს. მაგალითად, როდესაც ბანკში ამა თუ იმ მშენებლობაზე სესხი გაქვს აღებული, ყოველთვიურად ბანკში დოკუმენტაცია ბარდება. ამით გარანტირებული ხარ, რომ მშენებლობა დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა რეგულაციები მივიღოთ, არაფერი გამოვა,“ აცხადებს წაქაძე.


მისივე განმარტებით, იგივე შეიძლება ითქვას ექსპლუატაციაში მიუღებელ  მშენებლობებზე.  რამდენიმე მიზეზია აქ: პირველი, რომელიც დაუსრულებელი მშენებლობაა, მეორე - დიდი პროცენტი, რომელსაც კოეფიციენტი არ აქვს გადახდილი და ამიტომ ვერ აბარებს, მესამე - დასრულებულია, თუმცა, არ არის თანხვედრა ფუნქციურ და არქიტექტურულ ნაწილს შორის - ზოგი წითელ ხაზს არის გადაცილებული. ამიტომ, უნდა მოხდეს ამის ინვენტარიზაცია და თითოეული მათგანის მიმართ მიღებულ უნდა იქნას ცალ-ცალკე გადაწყვეტილება და რეგულაცია. ერთი ხელის მოსმით, დაჯარიმება და მსგავსები სწორი არ არის. 


„დღეს ბაზარზე დიდი კონკურენციაა.  პატარა კომპანიები მშენებლობას პროცესში შემოსული თანხით იწყებენ. ასეთ კომპანიებს მშენებლობის ნებართვებს არ უნდა აძლევდნენ. ჩვენ თუ გვინდა ეს თემა დავალაგოთ, მაშინ ამის გარეშე დალაგება გამორიცხულია,“ — განმარტავს წაქაძე.


როგორც ცნობილია, სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესების შემთხვევაში, მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ავარიული კორპუსებისა და დაუმთავრებელი სამშენებლო ობიექტების ნაცვლად, უფრო მაღალი შენობა-ნაგებობები ააშენონ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა.


მისი განმარტებით,  170-ზე მეტი დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტია დედაქალაქში, რომელთა მესაკუთრეები წლებია, საცხოვრებელ ფართებს ელოდებიან.


„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, რადგან ავარიული სახლების გარდა, გვაქვს დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები, რომელთა რიცხვი 170-ზე მეტია და ისინი სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიის თვალსაზრისით, ვიზუალურად და ადამიანები წლების განმავლობაში ელოდებიან თავიანთ საცხოვრებელ ფართებს. თუ იქნებიან დაინტერესებული სამშენებლო კომპანიები, მათ მივცემთ შესაძლებლობას, ეს ადამიანებიც დააკმაყოფილონ და მათთვის ბიზნესის თვალსაზრისითაც საინტერესო იყოს,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.


სოფო ქსოვრელი 






უკრაინის ახალ პრეზიდენტს „ტრამპის ეფექტი“ ელის

უკრაინის ახალ პრეზიდენტს  „ტრამპის ეფექტი“ ელის
access_time2019-04-22 20:00:50
მაშ ასე, უკრაინას  ახალი პრეზიდენტი ჰყავს - კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი. მისი დამანგრეველი გამარჯვების მიზეზი გახდა ის, რომ უკრაინული საზოგადოება ნათლად დარწმუნდა იმაში, რომ დღეს არსებული პოლიტიკური სისტემის რეფორმა შეუძლებელია და ის უნდა დაინგრეს. უნდობლობამ მიაღწია ისეთ მაღალ წერტილს, რომ უკვე ძირმომპალი სისტემის დასანგრევად ბულდოზერის როლის შესრულება უკრაინელმა ამომრჩეველმა მიანდო მსახიობს და შოუმენს, რომელიც...

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება

აშშ ირანული ნავთობის იმპორტიორ 5 ქვეყანას შეღავათების გაუქმებით ემუქრება
access_time2019-04-22 19:00:41
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ ირანული ნავთობის იმპორტიორ  5 ქვეყანას აღარ ექნება შეღავათები, თუ ისინი ირანული ნავთობის იმპორტს გააგრძელებენ....

ეროვნული ბანკი საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს

ეროვნული ბანკი  საბანკო/საფინანსო მომსახურების ყალბ ვებგვერდებთან დაკავშირებით გაფრთხილებას ავრცელებს
access_time2019-04-22 18:00:34
საქართველოს ეროვნული ბანკი აფრთხილებს და მოუწოდებს მოქალაქეებს ფინანსური და პირადი მონაცემების ინტერნეტ სივრცეში გამოყენებისას   განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. ბოლო პერიოდში გახშირდა თაღლითების მიერ ყალბი ვებგვერდების საშუალებით ფინანსური ინსტიტუტების მომხმარებლების პირადი მონაცემების მოპარვის ფაქტები. საუბარია ისეთი მონაცემების მოპოვებაზე, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მომხმარებლის ფულად სახსრებზე წვდომის და ინტერნეტ-გადახდების...

დაივიწყეთ - MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ -  MacBook-ი -Acer-ი ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
access_time2019-04-22 16:30:47
Acer-მა პროდუქტის ხაზები განაახლა გაძლიერებული მოდელებით და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი - Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურად მორგებულია გრაფიკული დიზაინერების, ვიდეო-მემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს. Concept D-ს ტექნიკა შექმნილია...

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“

კომპანია „ფერის“ დირექტორი - „ცალსახად პასუხიმგებლობას არასამთავრობო ორგანიზაციას ვაკისრებ, „მწვანე ალტერნატივას“ ვგულისხმობ“
access_time2019-04-22 13:55:58
ჩვენ ხეობაში შევედით მხოლოდ საპატრულო პოლიციის სამი მანქანით და რომ არა დამატებითი პოლიციის ნაწილები, რომლებმაც წკიპზე მოუსწრეს, დამერწმუნეთ, გაცილებით ცუდი შედეგებით დასრულდება პროცესი, – ამის შესახებ კომპანია „ფერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა იორდანიშვილმა განაცხადა.მისივე განცხადებით, პანკისის ხეობაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების დღიდან მოსახლეობა ინფორმირებული იყო და როგორც იორდანიშვილი ამბობს, არავის პროტესტი არ გამოუთქვამს. „მაშინ,...


მსგავსი სიახლეები

up