თბილისის მერის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დასრულდა

თბილისის მერის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგება დასრულდა

access_time2017-12-01 15:00:18

თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარის დაგების პროცესი დასრულდა. მერიის ინფორმაციით, ორი კვირის წინ, კახა კალაძემ მერიის კეთილმოწყობის სამსახურსა და კონტრაქტორ კომპანიას გზის რეაბილიტაციის მაქსიმალურად მოკლე ვადაში შესრულება სთხოვა.

 

 

პროექტის ფარგლებში, წურწუმიას ქუჩაზე გზის საფარი 800-მეტრიან მონაკვეთზე დაიგო, ტროტუარები ახალი ბაზალტის ბორდიურებით მოეწყო და სანიაღვრე ქსელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

 

 

„წურწუმიას ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო. გზის საფარის გარდა, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად გამოიცვალა, რაზეც "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" მუშაობდა. კომპანიამ არსებული პრობლემის მოგვარებისთვის კომუნიკაციების სრულიად ახალი სისტემა მოაწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელება დავით ნარმანიას მერობის პერიოდში დაიწყო, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი. დღეს უკვე დასრულებულია სამუშაოები, მიმდინარეობს მორეცხვა და დაახლოებით, 20 დღეში უკვე გზის მოხაზვა დაიწყება. მოქალაქეებს კი, ამ ქუჩაზე კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ", - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ავლაბრის მოედნიდან ჯორჯ ბუშის ქუჩამდე, საგზაო მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ახორციელებს. პროექტი ნ. ირბახის, ა. წურწუმიას, ავლიპ ზურაბიშვილის ქუჩების სრულ, ხოლო თელავის ქუჩის მონაკვეთის კაპიტალურ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

 

 

სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს „ჯიარჯი" აწარმოებს. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან სამუშაოებისთვის 3 358 074,43 ლარია გამოყოფილი.

 

 

შესრულებულ სამუშაოებს კახა კალაძე დღეს, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროს გივი კუბლაშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

 

 

 

 

 



იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up