საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა.
ფორმულას დაკვეთით შესრულებული Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების მიერ მიღებული ხმები 18:00 საათისთვის ასე განაწილდა:
კახა კალაძე, ქართული ოცნება N41 - 43%
ნიკა მელია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა N5 - 39%
გიორგი გახარია, საქართველოსთვის N25 - 7%
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 - 4%;
გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 - 1%;
ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 - 2%;
რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 - 1%
თუ ეს შედეგები დადასტურდება, თბილისში მეორე ტური შედგება კახა კალაძეს და ნიკა მელიას შორის.
ცნობილია ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები დედაქალაქის მერის არჩევნებში და აქ კახა კალაძე ლიდერობს. 18 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:
თამარ კეკელიძე - 0.2%;
ნიკა მელია - 34.6;
გიორგი ლომია - 1%;
ანა ბიბილაშვილი - 2%;
რიჩარ ობუნუზუ - 0.6;
გიორგი გახარია - 5.6%;
კახა კალაძე - 51.3%;
ანა დოლიძე - 3.1%;
სხვა კანდიდატი - 1.6%.
განსხვავებული მონაცემებია მთავარი არხის დაკვეთით, Ipsos Global-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებში, რომლის მიხედვით, თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტური ჩაინიშნება.
ენმ-ის თავმჯდომარემ და თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ნიკა მელიამ ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით ხმათა 40,8 % მიიღო, ქართული ოცნების კანდიდატმა კახა კალაძემ კი 40,2%.
შედეგები 17 საათის მონაცემების მიხედვით, ასეთია:
- ნიკა მელია - 40,8 %
- კახა კალაძე - 40,2 %
- გიორგი გახარია - 8,7 %
- ანა დოლიძე - 3,5 %
- ანა ბიბილაშვილი - 2,6%