„კომერსანტის“ ინფორმაცია დადასტურდა, თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ებანოიძემ თანამდებიობა დატოვა. აღნიშნულ პოსტზე ის ანდრია ბასილაიამ შეცვალა.ამის შესახებ ინფორმაცია „„კომერსანტს“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
ანდრია ბასილაია ეკონომიკური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი ვინ გახდება ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი. ასევე უცნობია, მერიის რომელ დანაყოფშ გააგრელებს გიორგი ებანოიძე საქმიანობას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „კომერსანტი“ ექსკლუზიურად წერდა, რომ თბილისის მერიის ურბანული სამსახურის უფროსმა გიორგი ებანოიძემ თანამდებობა დატოვა.