„თბილისის მერიის ინიციატივით პარლამენტში შემოვიდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გადაწყდება ათობით ათასი თბილისელის პრობლემა“

„თბილისის მერიის ინიციატივით პარლამენტში შემოვიდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გადაწყდება ათობით ათასი თბილისელის პრობლემა“

access_time2021-02-24 23:00:00

დღეს, თბილისის მერიის ინიციატივით პარლამენტში შემოვიდა ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც გადაწყდება ათობით ათასი თბილისელის წლობის განმავლობაში არსებული პრობლემა, რაც ეხება საცხოვრებელი კორპუსების ექსპლუატაციაში მიუღებლობის საკითხს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


ბითაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, ამნისტიას დაექვემდებარება ის შენობა-ნაგებობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა, ეს შენობა- ნაგებობები განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით, კერძოდ, არ არის მიყვანილი კორპუსებში დენი და გაზი.


ბითაძის თქმით, კანონპროექტით აუცილებელი პირობა იქნება, რომ ასეთი კორპუსები უსაფრთხოების სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდნენ. ბითაძის თქმით, ცვლილებების შემდეგ ასეთ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ბინების დარეგისტრირებას შეძლებს.



„დაახლოებით 2009 წელს მოქმედი კანონმდებლობით მოიხსნა რეგულაცია ექსპლუატაციაში მიღებისას დენისა და გაზის მიწოდების აუცილებლობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ის, რომ ადამიანები სარგებლობდნენ საცხოვრებელი ფართებით ისე, რომ ექსპლუატაციაში ობიექტები მიღებული არ იყო და ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. გასული წლის განმავლობაში თბილისში განხორციელდა აეროგადაღება, დაფიქსირდა და განხორციელდა შენობების ინვენტარიზაცია, რის შედეგადაც მომზადდა ერთჯერადი ამნისტიის პროექტი, რომლის მიხედვითაც, ამნისტიას დაექვემდებარება ის შენობა-ნაგებობები, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ, თუმცა, ეს შენობა- ნაგებობები განხორციელებულია მშენებლობის ნებართვის პირობების დარღვევით, თუმცა, თითოეულ ამ შენობაში უნდა იყოს უსაფრთხოების წესები დაცული და თუ ასეთი გამოვლინდა, აუცილებლად შესაბამისობაში უნდა მოვიდეს უსაფრთხოების წესებთან. ამით ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების საკითხი, თუმცა, იმავდროულად, კანონმდებლობით გამკაცრდება კანონპროექტის მიღების შემდგომ გაცემული მშენებლობის ნებართვების საფუძველზე აშენებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების საკითხი, მათ შორის, აღარ იქნება შესაძლებელი, რომ საცხოვრებელ ობიექტში შესახლდნენ ადამიანები იმ პირობით, რომ ობიექტს აღარ იქნება შესაძლებელი მიეწოდოს დენი და გაზი, რაც გამორიცხავს იმას, რომ დაუმთავრებელ ობიექტში იცხოვრონ ადამიანებმა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ძალიან ბევრმა თბილისელმა, ვსაუბრობთ ათიათასამდე ობიექტზე, სადაც ათობით ათასი ადამიანი და ოჯახი ცხოვრობს და მათ შეეძლებათ დაირეგისტრირონ აღნიშნული ქონება და ისარგებლონ იმ სერვისებით, რომელიც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ფარგლებში ფინანსდება 100- პროცენტიანი დაფინანსებით, მათ შორის, ეს არის სახურავის, ლიფტის მოწესრიგება, წითელ ხაზებში კომუნიკაციების, წყალანარინებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება,“ - განაცხადა ბითაძემ.



BPN.GE 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up