თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა საკრებულოში ექვსი თვის ანგარიში წარადგინა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა საკრებულოში ექვსი თვის ანგარიში წარადგინა

access_time2018-07-12 19:33:11

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიგა გიგაშვილმა დღეს, დედაქალაქის საკრებულოში ექვსი თვის ანგარიში წარადგინა. გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ მიმდინარე წელს მომზადდა და მთავრობის მიერ დამტკიცდა იმ ხე-მცენარეების სახეობების ნუსხა, რომელიც თბილისის არქიტექტურის, ლანდშაფტისა და კლიმატისთვის შესაბამისია. ასევე, მომზადდა მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის აგროტექნიკური ღონისძიებების გზამკვლევი.



სამსახურის ინიცირებით განხორციელდა რიგი სამართლებრივი ცვლილებები მოქმედ საკანონმდებლო აქტებში. დედაქალაქში არსებული მწვანე სივრცეებისა და სარეკრეაციო ზონების შენარჩუნებისა და დაცვის მიზნით, ქალაქმშენებლობითი დოკუმენტების შემუშავებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის ახალი ინტეგრირებული მოდელი დაინერგა.



ნებართვების მიმართულებით, ხე-მცენარეების ჭრის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, სამსახური განსაზღვრავს კონკრეტულ პირობებს მიწის ნაკვეთზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. გარემოსდაცვითი მმართველობის მიმართულებით, სამსახური თბილისის სხვადასხვა ტერიტორიებზე სარეკრეაციოდ განვითარებისათვის ახორციელებს კვლევას. ასევე, მიმდინარეობს მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება.



ამასთან, სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის მიზნით დაგეგმილია თბილისში 10 ადგილას სეპარაციის სტენდების განთავსება და ნარჩენების სეპარირებულ შეგროვებასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. სატყეო პოლიტიკის მიმართულებით, დაიწყო თბილისსა და მის შემოგარენის ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, ამ ტერიტორიების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.



ქალაქ თბილისისა და მის შემოგარენის მცენარეთა ფიტოსანიტარული გამოკვლევა, მავნე ორგანიზმების შესწავლა და მცენარეების მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის აგროტექნიკური (წამლობა) განხორციელდა.



მიმდინარე წელს დაიწყო სამი პარკი/ბაღის რეაბილიტაციის სამუშაოები, წურწუმიას ქუჩა N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის; გლდანის მე-6 მ/რ-ში არსებული პარკის; ა. ყაზბეგის გამზირზე მდებარე ვ. გოძიაშვილის სახელობის პარკის. 








საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up