თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,,ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ,,ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე გამწვანების მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს

access_time2019-12-07 13:55:17

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია ,,ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმითაც, მიმდინარე წელს დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი 22 000 ხის დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში მდებარეობდა. სწორედ ამიტომ მან კერძო მესაკუთრეებს მოუწოდა, რომ თბილისის მერიასთან ითანამშრომლონ, რათა გამხმარი ხეები დროულად ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი მცენარეებით.



“კომპანია „ავერსთან“ ერთად, გამწვანების ისტორიულ აქციას ვატარებთ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში დაახლოებით, 1000-მდე გამხმარი ფიჭვი იყო, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნიდა მთელი საბურთალოსთვის. მუნიციპალიტეტის მიერ, აქ 600 წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარე ირგვება. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ აღნიშნულ უბანში გარემოს დაცვითი პრობლემები გადაჭრილ იქნას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 22 000 ხე, რაც მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა მოჭრა, მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია არის „ავერსის“ საკუთრებაში. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, რომ ჩვენს მიერ დარგულ ხეებს მომავალში სრულად მოუვლის. ეს არის თანამშრომლობის უნიკალური მოდელი და ყველა კერძო მესაკუთრეს მოვუწოდებთ, რომ სწორედ მსგავს რეჟიმში ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.



გამწვანების აქციაში მონაწილეობა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, კომპანია „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ვახტანგ ნოზაძემ და ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს.




გიგა გიგაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, დედაქალაქის მასშტაბით, 12 000-ზე მეტი დიდტანოვანი ხე დაირგვება.



„ჩვენი მიზანია, ყველა ის ადგილი, სადაც დაზიანებული და გამხმარი ხეები გვხვდება, აღდგეს და გამწვანდეს, რათა დედაქალაქში სარეკრეაციო სივრცეები არ შემცირდეს. აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ თბილისში მსგავსი სივრცეები გაიზარდოს, მეტი ხე და სიმწვანე გვქონდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. წლის ბოლომდე, დედაქალაქში 12 000-ზე მეტი დიდტანოვანი ხე დაირგვება, რაც არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.


„ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე თბილისის მერიასა და შპს ,,კლინიკების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა უკვე განხორციელდა, რის სანაცვლოდაც, ღონისძიების ფარგლებში, ირგვება 600 ძირი, სამ მეტრზე მაღალი სხვადასხვა სახეობის ახალი და ჯანსაღი ხე.



აღნიშნულ ლოკაციაზე დაირგვება შემდეგი სახეობის ხეები: 150 ძირი კედარი, 50 ძირი ამბრის ხე, 50 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 50 ძირი უნგრული ცაცხვი, 50 ძირი ევროპული მუხა, 50 ძირი წვრილფოთოლა იფანი, 50 ძირი არღვანი, 50 ძირი უეკლო გლედიჩი, 50 ძირი იაპონური სოფორა და 50 ძირი კელრეუტერია.




დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.







საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...


მსგავსი სიახლეები

up