ქაოტური გადაწყვეტილება - შეისყიდის თუ არა თბილისის მერია მიკროავტობუსებს რუსული კომპანიისგან

ქაოტური გადაწყვეტილება - შეისყიდის თუ არა თბილისის მერია მიკროავტობუსებს რუსული კომპანიისგან

access_time2019-12-11 14:15:48

თბილისის მერიის გადაწყვეტილება არის მოულოდნელი, არაპრაგმატული და ქაოტური. რეალურად ჩამოყალიბებული ხედვა დედაქალაქის მთავრობას არ აქვს, მათ არ იციან ტრანსპორტი როგორი უნდა იყოს, რა კატეგორიის უნდა იყოს და სპონტანურად რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც საბოლოო ჯამში დედაქალაქში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს“, -ასე აფასებს „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებას 300 მიკროავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით. არასმთავრობო ორგანიზაციის წევრისთვის გაუგებარია რა ინტერესი აქვს თბილისის მთავრობას, რომ ბიუჯეტიდან თანხას ხარჯავს მაშინ, როდესაც მისი თქმით, მერიას შეეძლო ინტერესთა გამოხატვა გამოეცხადებინა, სადაც კომპანიები წინადადებას წარადგენდნენ და ეტაპობრივად დაიწყებდნენ მიკროავტობუსების შემოყვანას.

 

„მერიის განცხადება იყო სიურპრიზი, ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა ყიდულობდეს თბილისი მერია მიკროავტობუსებს და ფულს რატომ უნდა ხარჯავდეს. არის უამრავი კომპანია რომელიც შეიძლება დაინტერესებულიყო ბაზარზე ოპერირებით. მერიას შეეძლო კონკურსი ან ინტერესთა გამოხატვა გამოეცხადებინა, იქნებ შემოდის კომპანია, რომელიც თვითონ შეისყიდიდა მიკროავტობუსებს. შედეგად კი ბიუჯეტიდან თანხას არ დავხარჯავდით. რა საჭიროა შესყიდვა, როდესაც შეიძლებოდა კომპანიისთვის მიგვეცა ოპერირების უფლება. ვთქვათ პირდაპირ, რომ „შპს თბილისის მიკროავტობუსი იმ მოთხოვნებს რომელიც დედაქალაქის წინაშე დგას ვერ აკმაყოფილებს, საქმე ეტაპობრივად უკიდურეს მდგომარეობამდე მიიყვანეს. არ ჩაანაცვლეს მიკროავტობუსები და მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ ვიღაც პასუხს მოსთხოვდა.  ახლა დაიხარჯება კოლოსალური თანხა, საბოლოოდ საუბარი, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია მერე ამას გამოისყიდის, არ მგონია რეალისტური. ბალანსზე, რომ აჰყავს მიკროავტობუსები, ამ ხარჯებს ვინ გაწევს? საექსპლუატაციო ხარჯი ხომ აქვს ყველაფერს“,- განაცხადა დავით მესხიშვილმა.

 

„საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარემ „კომერსანტთან„ საუბარში აცხადებს, რომ არსებობს შანსი იმისა, რომ 300 მიკროავტობუსი რუსული კომპანია „ГАЗель“-ისგან შეისყიდოს.

 

„ტენდერი ცხადდება, სადაც  ყველაზე დაბალი ტარიფი შეიძლება „ГАЗель“- მა დააფიქსიროს, გამომდინარე მისი ხარისხიდან. ფასს ყოველთვის განაპირობებს ხარისხი, ამიტომ ეჭვი მაქვს, რომ ГАЗель-ი შეიძლება ის კომპანიაა, რომელიც ყველაზე დაბალ ფასს დააფიქსირებს, რადგან არის დაბალი ხარისხის. ეს იქნება კატასტროფა და სირცხვილი, ასოციაცია ამის კატეგორიული წინააღმდეგია“, - განმარტავს დავით მესხიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ორი თვის წინ კახი კალაძემ მიკროავტობუსის წარმოების შესახებ ფეისბუქ ლაივით გააჟღერა. მაშინ „კომერსანტმა“ გაარკვია, რომ ქართული წარმოების მიკროავტობუსი,  რომელსაც  “ელვა“ ერქმევა, რუსული კომპანია „Группа ГАЗ“-ის მიერ წარმოებული   ГАЗель NEXT -ის იდენტური იქნება

 

ГАЗель-ის მიკროავტობუსების წარმოების საქართველოში დაწყებასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებით, კალაძისგან მხოლოდ ის გახდა ცნობილი, რომ მომავალ ინვესტორთან მოლაპარაკებებს „თბილისის მიკროავტობუსი“  მართავს. მისთვის მთავარი იყო ის, რომ ქართული ბრენდი შეიქმნება.

 

რაც შეეხება „თბილისის მიკროავტობუსს“ ორი თვის წინ „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ მოლაპარაკებები ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ნამდვილად მიმდინარეობს. თუმცა, არ ასახელებენ, კონკრეტულად რომელი ქვეყნის კომპანიას მოიაზრებენ ინვესტორებად. დღეს მედიაჰოლდინგს განუცხადეს, რომ ოფიციალურ კომენტარი განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კომპანიის მხრიდან სამ საათზე გაკეთდება.


 

გეტყვით იმასაც, რომ კალაძის მიერ ორი თვის წინ მაგალითის სახით წარმოდგენილი ლურჯი ფერის მიკროავტობუსი, რუსული კომპანია „Группа ГАЗ“- ის მიერ წარმოებული ГАЗель NEXT -ის იდენტურია. ეს არის რუსული კომპანია, სადაც წილი რუსეთის სახელმწიფოსაც აქვს. რუსეთში მანქანების ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წილები შემდეგნაირად ნაწილდება:

 

«Русские машины» 65,56 %

 

Ингосстрах-Инвестиции 17,52 %

 

რუსეთის სახელმწიფო — 0,16 %.

 

დანარჩენი - 16,76 %

 

 

   

 

1. რუსული ГАЗель-ის ლოგო       

2. ქართული წარმოების „ელვას“-ს ლოგო



 

ბაჩო ადამია




კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა

რუსი ტურისტების რაოდენობა თურქეთის კურორტებზე 32%-ით გაიზარდა
access_time2020-08-11 18:00:56
1 აგვისტოდან რუსეთმა თურქეთის მიმართულებით ავიაფრენები განაახლა და დღეისთვის მოთხოვნამ 2019 წლის ანალოგიური პერიოდს უკვე გადააჭარბა. Аэрофлот-ის ყველაზე მოთხოვნად რეისზე - „მოსკოვი-სტამბოლი“, მგზავრთა ნაკადმა 85%-ს მიაღწია. ავიაკომპანია S7-ში ამბობენ, რომ ბილეთების დაჯავშნა წინმსწრები ტემპებით მიმდინარეობს და სახეზეა გადადებული მოთხოვნის ეფექტი. Aviasales-ის მონაცემებით, 24 ივლისიდან, როდესაც ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ...

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის 22% ჩაანაცვლა
access_time2020-08-11 13:30:04
„საქართველოში წარმოებული ზეითუნის ზეთით იმპორტის 22%-ს ვანაცვლებთ,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებლები 30%-საც გადააჭარბებს. „წლების წინ, როცა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ზეთისხილის ბიზნესი. პროდუქტის 100% იმპორტირებული იყო. ეტაპობრივად ჩვენ მოვახერხეთ ბაზრის წილის ათვისება და ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 20-22%-ს შეადგენს,“ -...


მსგავსი სიახლეები

up