თბილისის მერიამ სოციალური დახმარების ბიუჯეტი არჩევნებამდე ამოწურა

თბილისის მერიამ სოციალური დახმარების ბიუჯეტი არჩევნებამდე ამოწურა

access_time2016-11-18 11:00:50

 

თბილისის მერიამ და გამგეობებმა დედაქალაქის ბიუჯეტში სხვა სოციალური დახმარებისთვის გათვალისწინებული თანხები თითქმის მთლიანად ამოწურეს. თანხები ძირითადად 8 ოქტომბრამდე, საპარლამენტო არჩევნებამდეა გაცემული. წლის ბოლომდე სამი თვით ადრე თბილისის მერიასა და გამგეობებს, ფაქტობრივად, აღარ აქვთ რესურსი, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ.

 

„სამედიცინო და სხვა სოციალური საჭიროების დახმარების ღონისძიებები" (კოდი: 06.02.09), ზემოაღნიშნული სხვა სოციალური დახმარებები, სოციალური დახმარების (კოდი: 06.02.) ქვეპროგრამაა. აღნიშნული ქვეპროგრამის დაფინანსებისთვის 2016 წლის თბილისის ბიუჯეტში 7 500 000 ლარი გამოიყო. ქვეპროგრამის ფარგლებში საჭიროების შემთხვევაში თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეებისთვის სტაციონარული, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებისა და სხვა სოციალური სერვისების დაფინანსებაა შესაძლებელი.

 

დედაქალაქის ათი გამგეობისთვის სხვა სოციალური დახმარების დასაფინანსებლად გამოყოფილი და დარჩენილი თანხები (ოქტომბრამდე) შემდეგნაირად გამოიყურება:

 

კრწანისის გამგეობა: გამოყოფილი - 1 750 000 ლარი, დარჩენილი - 4 130 ლარი;

ვაკის გამგეობა: გამოყოფილი - 2 313 000 ლარი, დარჩენილი - 6 600 ლარი;

სამგორის გამგეობა: გამოყოფილი - 2 11 000 ლარი, დარჩენილი - 35 000 ლარი;

მთაწმინდის გამგეობა: გამოყოფილი - 2 250 000 ლარი, დარჩენილი - 40 000 ლარი;

ჩუღურეთის გამგეობა: გამოყოფილი -1 907 497 ლარი, დარჩენილი - 87 502 ლარი;


საბურთალოს გამგეობა: გამოყოფილი -1 836 600 ლარი, დარჩენილი - 100 000 ლარი;

ნაძალადევის გამგეობა: გამოყოფილი - 1 958 194 ლარი, დარჩენილი - 101 545 ლარი;

ისნის გამგეობა: გამოყოფილი - 1 171 761 ლარი, დარჩენილი - 152 539 ლარი;

დიდუბის გამგეობა: გამოყოფილი - 1 965 940 ლარი, დარჩენილი - 248 200 ლარი;

გლდანის გამგეობა: გამოყოფილი - 2 191 636 ლარი, დარჩენილი - 252 404 ლარი.

 

 

როგორც მონაცემებიდან ჩანს, სხვა სოციალური დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა, თითქმის სრულად, კრწანისის, ვაკის, სამგორისა და მთაწმინდის გამგეობებმა აითვისეს. აღსანიშნავია ისიც, რომ 2016 წლის ივლისში სხვა სოციალური დახმარებებისთვის წლის დასაწყისში გამოყოფილი თანხა გაიზარდა და 14 800 000 ლარი გახდა.

 


„ფაქტ-მეტრმა" აღნიშნული საკითხის კომენტირება თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის კომისიის თავმჯდომარეს ჯაბა სამუშიას სთხოვა. მისი ინფორმაციით, თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამებში განხორციელებული ეკონომიის ხარჯზე ბიუჯეტის ცვლილების ფარგლებში სხვა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება გაიზრდებოდა და ამ მიზნით გამგეობებს დამატებითი სახსრები მიეცემოდათ. მან, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მოქალაქეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების ზრდა არჩევნებთან არანაირ კავშირში არ არის. როცა არის მოთხოვნა, ის უნდა დაკმაყოფილდეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებში.

 

ცნობისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ თბილისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დედაქალაქის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტის ასიგნებებში მოძიებული რესურსი - 14 585 000 ლარი, რამდენიმე პროგრამაში და ქვეპროგრამაში გადანაწილდა. მათ შორის 2 500 000 ლარი სოციალური დახმარებების დასაფინანსებლად გამგეობებს შორის გადანაწილდა.

 

ბოლო წლებში წინასაარჩევნოდ დამკვიდრებული პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ხელისუფლება მომეტებულად იწყებს ხალხზე ზრუნვას, რაც საბიუჯეტო პრიორიტეტებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამის მაგალითები წარსულშიც მრავლად არის. კერძოდ, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ, თბილისში რეგისტრირებულ ყველა პენსიონერს პენსია ათი ლარით გაეზარდა, 2005 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ თბილისელ პენსიონერებს სატრანსპორტო ბარათები დაურიგდათ, რამაც მათ ყველა სახის საქალაქო ტრანსპორტში შეღავათიანი მგზავრობის საშუალება მისცათ. 2006 წლის თვითმმართველობისა და 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ თბილისელ პენსიონერებს მედიკამენტების შესაძენად 25-ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ.
მიმდინარე წელს, წინასაარჩევნოდ მერიამ სოციალური დახმარების პროგრამები განსაკუთრებით გულუხვად დააფინანსა.

 

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ფინანსური ადმინისტრაციული რესურსი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რესურსია წინასაარჩევნოდ სერიოზული უპირატესობის მოსაპოვებლად. წინასაარჩევნოდ სახელმწიფო სახსრების მოტივირებული ხარჯვა კანონდარღვევა არ არის, თუმცა საარჩევნო შედეგზე შეიძლება სერიოზული გავლენა ჰქონდეს. სოციალური პროგრამების წინ წამოწევა ამომრჩევლის გულის მოსაგებად არის გამიზნული და ეს, თავის მხრივ, სახელისუფლებო პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნოდ უპირატეს პირობებში ჩაყენების გარკვეულ ნიშნებს შეიცავს.

 

 

ავტორი: factcheck.ge



რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ

რა ენერგეტიკული შეცდომები დაუშვა ევროპამ
access_time2021-10-17 20:00:44
ევროპა თავადაა დამნაშავე საკუთარ ენერგეტიკულ პრობლემებში. ამის შესახებ Financial times-ი იუწყება. რუსეთს ხშირად ადარებენ დათვს, თუმცა, გაზზე ფასების ზრდა მეტყველებს, რომ ამჟამად მასხარის როლი უფრო მოუხდებოდა. ბუნებრივი გაზი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელია, ევროკავშირს კი ის დღეს ძალიან აკლია. ფასების ზრდა ევროპაში მცირე მარაგებისა და აზიაში მაღალი მოთხოვნის შედეგია, რაც რუსეთის...

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს

დასავლეთი უკრაინას ევროკავშირში წევრობის იმედს არ აძლევს
access_time2021-10-17 18:00:22
ევროკავშირი უკრაინაში რეფორმების პროცესის დამუხრუჭებით უკმაყოფილოა, უკრაინა კი თავის მხრივ უკმაყოფილოა ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის არარსებობით. ბრიუსელს და კიევს შორის ურთიერთობებში აშკარა სიცივე იგრძნობა. ევროპის აუდიტის...

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს

საქართველოს მოსახლეობის 17%-მდე საარსებო შემწეობას იღებს
access_time2021-10-17 11:00:07
სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება. სტატისტიკა მზარდია, არა მხოლოდ წლიურ, არამედ თვიურ...

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს

თურქეთი საქართველოს გავლით პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტს შეძლებს
access_time2021-10-16 12:11:40
თურქეთმა მიიღო უფლება თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში განახორციელოს თურქულ ნედლეულზე საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირში.  ახალი შეთანხმება არ...

2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება

 2022 წლის ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის თანხა მცირდება
access_time2021-10-17 12:00:40
ხელისუფლება 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში პანდემიის მართვისთვის საჭირო თანხას ამცირებს. სახელმწიფო ხაზინის პირველადი პროექტის თანახმად, კოვიდ 19-თან დაკავშირებული ხარჯები 310 მლნ ლარითაა შემცირებული. 276 მილიონი ლარით იკლო მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაზღვრულმა დაფინანსებამაც. ხელისუფლება ჯანდაცვის სექტორის...


მსგავსი სიახლეები

up