2016 წლის 25 თებერვალს, 19:00 სთ, თბილისის საკრებულოში გაიმართება სასაჩუქრე კატალოგის პრეზენტაცია - "თბილისური საჩუქარი", რომელიც გამოიცა თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მიერ. მის გამოცემას წინ უძღოდა თბილისის საკრებულოს და მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით, "თბილისობა-2015"-ის ფარგლებში ჩატარებული "კულტურული მეწარმეობის ფესტივალი", რომელიც მიმდინარეობდა თბილისის ისტორიის მუზეუმში „ქარვასლა“.
ორენოვან კატალოგში განთავსებულია 32 ცნობილი ოსტატის მიერ დამზადებული ის ხელნაკეთი ნივთები, რომელთა შექმნის შთაგონების წყარო ძირითადად თბილისის ისტორია და მისი უნიკალური ხედებია. ნამუშევრები სხვადასხვა ტექნიკაშია წარმოდგენილი - თიხა, მინანქარი, თექა, ბატიკა, ხე...
პრეზენტაციაზე კატალოგში შესულ ავტორებს გადაეცემათ კატალოგის ეგზემპლარები, ხოლო საერთო ტირაჟი ძირითადად უცხოელი სტუმრებისთვის სასაჩუქრედაა განკუთვნილი.