თბილისის მერიამ საცობების განტვირთვისთვის 5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა

თბილისის მერიამ საცობების განტვირთვისთვის 5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა

person access_time2016-09-02 17:30:14

თბილისის მერიამ საცობების განმუხტვისა და საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით  5 პუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. გატარებული ღონისძიებებისა და დაგეგმილი სამუშაოების პრეტენზაცია მერიაში დღეს გაიმართა. გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების ფონზე - თბილისის მერმა ახალი  შუქნიშნების მუშაობაზე გაამახვილა ყურადღება.  დავით ნარმანიას განცხადებით, სააკაძის მოედანზე შუქნიშნების ჩართვის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე არც ერთი ავარია არ მომხდარა. 

 


„პირველადი დაკვირვების შედეგებიდან გამომდინარე, აქ მოძრაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. შუქნიშნების ჩართვის შემდეგ არც ერთი ავარია სააკაძის მოედანზე არ მომხდარა, მაშინ როცა საკმაოდ ინტენსიური იყო ავარიების რიცხვი. მას შემდეგ რაც ქალაქი სრულად დაიტვირთება ავტომანქანებით, კიდევ ერთხელ გამოიცდება ეს კვანძი და ვნახავათ მის საბოლოო შედეგს. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ის იმ მიზანს მიაღწევს, რა მიზნისთვის ეს პროექტი განვახორციელეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 



თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ვაკის პარკისა და კუს ტბის დამაკავშირებელ საბაგიროს პროექტზეც.  მისივე თქმით, ორ-სამ კვირაში ეს პროექტი დასრულდება და საბაგირო გაიხსნება. 


5 პუნქტიანი გეგმის პრეზენტაციაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გამართა და  არსებული მდგომარეობის, ტრანსპორტის გენერალური გეგმისა და ურბანული მობილობის სტრატეგიის, ასევე საცობების მართვის შესახებ ისაუბრა.  როგორც ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, თბილისში საცობების წარმოქმნის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს, ეს არის ყოველწლიურად ავტოტრანსპორტის საშუალებების რიცხვის ზრდა, რომელიც 2010 წელთან შედარებით გაორმაგებულია. ლექვინაძის თქმით, ყოველდღიურად თბილისში დაახლოებით 500 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება. საცობების შექმნის მეორე პრობლემად ლექვინაძემ დაასახელა მერიის მიერ დაგეგმილი საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მნიშვნელოვანია და ძირითადად ზაფხულის პერიოდში ხორციელდება და ასევე მცირე შეფერხების დროს მძღოლების მოუწესრიგებელი მოძრაობა, რაც ასევე იწვევს საცობებს. 



„მერიას შემუშავებული აქვს საცობების მართვის 5-პუნქტიანი სქემა, რომელიც პასუხობს ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. ეს ხუთი მიმართულება მოიცავს ინფრასტრუქტურის მოწყობას, კერძოდ, იგი ითვალისწინებს ახალი გზების მშენებლობას და არსებულის რეაბილიტაციას, შეკეთებას, რათა მეტი გამტარუნარიანობა და მობილობა უზრუნველყოს.



მეორე მიმართულება გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, მეტროს, ავტობუსისა და საბაგირო ხაზების მიმართულებით გარკვეული სიახლეები უკვე განხორციელებულია.


მესამე მიმართულება ეს არის რეგულაციები. ამ მხრივ ჩვენ განვახორციელეთ დასუფთავების და სადისტრიბუციო კომპანიების მანქანებისათვის გარკვეული რეგულაციები, ასევე ვფიქრობთ, თბილისში შემომავალ ტრანზიტულ მიმართულებებზე გარკვეული ტიპის ცვლილებები განვახორციელოთ.


ასევე გვინდა ავამოქმედოთ ისეთი რეგულაციები, რომელიც მერიის კომპეტენცია არ არის, თუმცა ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ რეგულაციების შემოღებას. მეოთხე მიმართულება ტექნოლოგიური მიმართულებაა და მეხუთე - ცნობიერების ამაღლების მიმართულება", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 



როგორც მერიაში აცხადებენ, დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის ხუთპუნქტიანი სქემა ეყრდნობა თბილისის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის სტრატეგიის ძირითად პრინციპებს, რომელიც შექმნილია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ. 




 



„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up