თბილისის მერიამ „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა

თბილისის მერიამ „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვა მიზანშეწონილად არ ჩათვალა

access_time2019-12-11 14:31:10

„დღის წესრიგში ეს საკითხი მოლაპარაკებების ჭრილში დგას, მაგრამ არა ისე, რომ ახლა მალე ვიღაცას გავაგდებთ და აღვადგენთ ლაღიძის წყლებს, - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტების კითხვას - რა ეტაპზეა 2 წლის წინ დაწყებული პროცესი, რომელიც მერიის მხრიდან ლაღიძის წყლების ტერიტორიის გამოსყიდვას ეხებოდა.


როგორც ხმალაძე აცხადებს, ობიექტის ღირებულება 5 მილიონი დოლარი იყო, რისი გამოსყიდვაც მერიამ მიზანშეწონილად არ ჩათვალა.


„ლაღიძის წყლების ტერიტორიის გამოსყიდვა - მოლაპარაკებები ვაწარმოე ყველა მხარესთან ვისაც კი პოტენციურად შეიძლებოდა რაიმე როლი ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ობიექტის გამოსყიდვა, რომლის ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი დოლარი იყო, არ იყო მიზანშეწონილი. მაგრამ ვამუშავებდი სცენარს, რომ მომხდარიყო იჯარის წესით აღება. თუმცა, აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც ფართს ფლობს, მასაც გრძელვადიანი იჯარით აქვს გაცემული ეს ფართი. სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში ინტერვენცია არ გამოდიოდა, ამიტომ დღის წესრიგში ეს საკითხი მოლაპარაკებების ჭრილში დგას, მაგრამ არა ისე, რომ ახლა მალე ვიღაცას გავაგდებთ და აღვადგენთ „ლაღიძის წყლებს,-განაცხადა ხმალაძემ.



ცნობისთვის, თბილისის მერმა „ლაღიძის წყლების“ გამოსყიდვის დავალება ყოფილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისგან 2017 წელს მიიღო. მაშინ კალაძე აცხადებდა, რომ მერიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოს იმისთვის, რომ „ლაღიძის წყლები“ დედაქალაქს დაუბრუნოს.


საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე „ლაღიძის წყლების“ ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილი „გალერეა თბილისის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას გამოთქვა.


ipn.ge




იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს

რომან გოცირიძე - ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდეს
access_time2020-07-12 13:00:24
ჯერ კომუნიკაციის სფეროში გასატარებელი სკანდალური ცვლილებები არაა მონელებული და მთავრობამ მორიგი ანტისაბაზრო კანონპროექტი შემოაგდო ორშაბათის ბიუროზე," - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"...

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს

Handelsblatt: მეგაპოლისებს სულ უფრო მეტი ამერიკელი ტოვებს
access_time2020-07-12 20:00:18
  სულ უფრო მეტი ამერიკელი დიდი მეგაპოლისების დატოვებას და შედარებით მცირე ქალაქებში დასახლებას ცდილობს.   ამ ტენდენციის ძირითადი მიზეზებია პროვინციაში ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი და შედარებით იაფი უძრავი ქონება.   ეს ტრენდი უკვე წლებია არსებობს, თუმცა პანდემიამ ის კიდევ უფრო გაძლიერა - დღეს უკვე დისტანციური მუშაობის საშუალება გაჩნდა, და ამავე დროს კორონავირუსის ძირითადი ეპიცენტრები  სწორედ მსხვილი მეგაპოლისები...


მსგავსი სიახლეები

up