თბილისის მერიამ კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მოამზადა

თბილისის მერიამ კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მოამზადა

access_time2020-01-22 12:38:32

კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც გენერალური გეგმის ფარგლებში მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, განაშენიანების პირველადი საპროექტო გადაწყვეტილებები მომზადდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, დაიგეგმა ქუჩათა ქსელი, კომუნიკაციები, სოციალური და საჯარო სივრცეები, განისაზღვრა სამშენებლო განვითარების სპეციალური პირობები და განაშენიანების რეგულირების გეგმის გარეშე მათი განვითარების შესაძლებლობა.



კახა კალაძის თქმით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებში, განისაზღვრა 11 არეალი, რომელთა შორის კოჯორი-შინდისის მიმდებარე ტერიტორიებია, მშენებლობების განხორციელება დროებით შეჩერდა, რათა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ქაოტური განაშენიანება არ მომხდარიყო.




„ჩვენ დავიწყეთ ამ ტერიტორიების შესწავლა და გვინდოდა, რომ ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა უკვე დამუშავებული პროექტები, რათა თავიდან აგვეცილებინა ქალაქის ქაოტური განაშენიანება, რომ არ მივიღოთ ისეთი უბნები, რომლებიც დღეს პრობლემას წარმოადგენს. პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ არ არსებობს წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემები, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურა, არ არის შესაძლებელი, რომ ამ კონკრეტულ ქუჩებზე საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს. ეს, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრები მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ 11 არეალზე მშენებლობის უფლებები შეგვეჩერებინა, ჩვენ თვითონ დაგვეპროექტებინა, ბიზნესისთვის მიგვეწოდებინა და გვეთქვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს კონკრეტული არეალები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ებანოიძეს მიწის მფლობელებთან და სამშენებლო სექტორთან აქტიური კომუნიკაცია დაავალა.



„რაც შეიძლება სწრაფად დაიწყეთ კომუნიკაცია მათთან, ვინც ამ კონკრეტულ არეალში მიწის ნაკვეთებს ფლობს. ასევე, დაიწყეთ კომუნიკაცია სამშენებლო სექტორთან და მიაწოდეთ სრული ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული მიწების ნაკვეთების განვითარება. ის, რაც თქვენ გააკეთეთ და რაზეც გაქვთ ნამუშევარი, წინგადადგმული ნაბიჯია და ამ კონკრეტული არეალების სწორად განვითარების შესაძლებლობას მოგვცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საჯარო განხვილვების მოწყობისა და მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების დავალებაც გასცა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up