თბილისის მერიამ ისტორიული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა დაიწყო

თბილისის მერიამ ისტორიული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა დაიწყო

person access_time2016-04-04 09:00:12

თბილისის მერიამ რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ „კომერსანტთან" თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა. მისი თქმით, პროცესი დაწყებულია და შესაბამის უწყებაში შეფასებაზეა გადაგზავნილი.

 

ლექვინაძე განმარტავს, რომ ამის შემდეგ უკვე საპროექტო სამუშაოები დაიწყება. „ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით იყო გარკვეული საკითხები, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებდა. ახლა სწორედ შეფასების პროცესი მიმდინარეობს," - აცხადებს ლექვინაძე.

 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგიროს ქვედა სადგურის ალტერნატიულ ადგილად რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია განიხილებოდა. კერძოდ, ქვევრის ტიპის ახალი საბაგიროს მშენებლობა სასტუმრო „რედისონის" წინ იგეგმებოდა, თუმცა, მერიამ ამ პროექტზე საზოგადოებისა და სპეციალისტების ნაწილის პროტესტის გამო უარი თქვა.



ერთ-ერთი, ვინც ამ ადგილზე საბაგიროს მშენებლობას ეწინააღმდეგებოდა, „არქიტექტორთა კავშირი" იყო. 2015 წლის ნოემბერში კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე აცხადებდა, რომ კარგია, რომ მერიამ გადაწყვეტილება სპეციალისტების აზრის გათვალისწინებით მიიღო.

 

მისი თქმით, სასტუმრო „რედისონის" წინ საბაგირო გზის მშენებლობა გაუმართლებელი იყო. მისივე განცხადებით, მათი ინიციატივა იყო, რომ საბაგიროს მშენებლობის ალტერნატიულ ვარიანტად ძველი ადგილი, მეცნიერებათა აკადემიის მიმდებარე ტერიტორია განეხილათ.


1958-1960 წლებში აშენებული ფუნიკულიორის საბაგიროს ქვედა სადგური მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში იყო განთავსებული. ეს სადგური ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშად ითვლება. საბაგირო 2009 წლის შემდეგ გაჩერებულია.



სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გაიტანენ - რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც ზარალზე მუშაობს

სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გაიტანენ - რა შემოსავალი აქვს კომპანიას, რომელიც ზარალზე მუშაობს
access_time2019-12-11 13:21:40
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანს“ აუქციონზე ხელახლა გამოიტანს.ამის მიზეზი 6 დეკემბერს დაგეგმილი აუქციონის ჩაშლა გახდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, აუქციონის დღეს კომერციულ ობიექტს მყიდველი არ გამოუჩნდა. მაღალი ინტერესის მიუხედავად, აუქციონზე რეგისტრაცია მსურველებს არ გაუვლიათ. ფონდი პოტენციურ ინვესტორებს სთავაზობდა სასტუმროს აქტივების 10-წლიან იჯარას, შესყიდვის უფლებასთან ერთად, შესყიდვის შემთხვევაში საწყისი ფასი 37,565,408 აშშ...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა

საქართველოს ეროვნულმა  ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9%-მდე გაზარდა და ამით სესხები გააძვირა
access_time2019-12-11 12:16:35
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2019 წლის 11 დეკემბრის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.0 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0 პროცენტი შეადგინა. ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის...

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს

თბილისის მერია 300 მიკროავტობუსს შეიძენს
access_time2019-12-11 11:56:16
„მერია და მიკროავტობუსების კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა, ჩვენი კონცეფცია, რომელიც უკვე შეთანხმებულია, არ ითვალისწინებს ტარიფის ზრდას“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხმალაძის თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება...

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“

„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა  სპეკულაციურ განცხადებებს შეაჩერებს“
access_time2019-12-11 11:30:10
„ფარმაცევტულ ბაზარზე ფასების გამჭვირვალობა შეაჩერებს იმ სპეკულაციურ განცხადებებს, რომელიც მოსახლეობასა და ექსპერტებს აქვთ. სწორედ ამიტომ, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევის დაანონსებას“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა  დირექტორმა  ირაკლი მარგველაშვილმა  მას შემდეგ ესაუბრა,...

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე

„ჩვენ გვგონია, რომ ღარიბები ვართ ამ დროს ძალიან მდიდრები ვართ“ - გიორგი ვაშაძე პრივატიზაციის პროექტზე
access_time2019-12-10 20:30:01
„მე ამის არა მხოლოდ მომხრე ვარ, არამედ შინაარსობრივადაც მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ გეგმის საბოლოოდ დამუშავებაში, რომ ჩვენ დაძინებული 150 მილიარდი ამერიკული დოლარი, რომელიც აქ გვიდევს და გაყინულია, გავაღვიძოთ“-ამის შესახებ ახალი საქართველოს თავჯდომარემ და სტრატეგია აღმაშენებლის ავტორმა, გიორგი ვაშაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილის საავტორო გადაცემა თავისუფალ ბაზარში, პრივატიზაციის პროექტზე...


მსგავსი სიახლეები

up