თბილისის მერიამ ინვესტორებს შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები შესთავაზოს

თბილისის მერიამ ინვესტორებს შესაძლოა, საგადასახადო შეღავათები შესთავაზოს

access_time2019-06-12 09:10:02

ტურიზმი, საცალო ვაჭრობა, ფარმაცია, რითეილი და გართობა, კრეატივი - ეს თბილისში ინვესტიციებით დაინტერესებულთათვის ყველაზე მიმზიდველი მიმართულებების ჩამონათვალია, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია Deloitte საქართველომ მოამზადა. კვლევაზე დაახლოებით, 160 000 ლარამდე დაიხარჯა.



როგორც BM.GE-ის თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ანდრია ბასილაიამ განუცხადა, Deloitte საქართველომ დასახელებული პრიორიტეტული სექტორების გასავითარებლად რეკომენდაციები მისცა, მათ შორის, საგადასახადო მიმართულებით.



ამ კვლევის დანიშნულება რამდენიმეა. ასეთი ტიპის დოკუმენტი, რომელიც დიდი ოთხეულის კომპანიის მიერ არის შედგენილი, არ არსებობდა. ერთ-ერთი მიზეზი ეს იყო (რის გამოც, კვლევა მომზადდა). მეორე - დელოიტმა მოგვცა გარკვეული რეკომენდაციები იმის მიხედვით, თუ როგორ განავითარეს ეს სექტორები სხვა ქალაქებმა. ჩვენ ახლა დავამუშავებთ ამ რეკომენდაციებს. ამ თვალსაზრისით, გარკვეულწილად, ჩვენი უფლებამოსილება იკვეთება სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან. მაგალითად, კვლევაში ბევრ ადგილას არის ნახსენები საგადასახადო ინიციატივები, რასაც პირდაპირ ჩვენ ვერ შევცვლით და გვექნება ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია, რომ გარკვეული საგადასახადო შეღავათები დაწესდეს და ა.შ.




მაგალითად, ჩვენ როცა ტურიზმზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ძველი თბილისი გადატვირთულია და გვინდა ახალი მიმართულების განვითარება, ეს შეიძლება იყოს თუნდაც მიწის ნაკვეთის გამოყოფა ერთ ლარად, რომ ინვესტირება გაკეთდეს სხვაგან, კლასტერი განვითარდეს. ასევე, ეს შეიძლება გარკვეული წლებით იყოს საგადასახადო შეღავათები დღგ-ის ან სხვა რაიმე გადასახადის კუთხით. წინასწარ რთულია, რაიმე გითხრათ, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.



bm.ge







New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up