თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს

access_time2018-03-26 15:42:10

თბილისის მერიამ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, 28 მარტს არ გამოაცხადოს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, ხვალ, გენგეგმასთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად „სითი ინსტიტუტ საქართვეელოს" წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

 

"ხვალ გაქვს ერთი დიდი განხილვა, სადაც იქნებიან მიწვეული ექპერტები და " სითი ინსტიტუტიის" წარმომადგენლები. გენგეგმასთან დაკავშირებით არსებობს კითხვები, ეს კითხვები აქვს მერიაში კონკრეტულ სამსახურს. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რაზეც უნდა დაფუძნდეს ქალაქის გრძელვადიანი განვითარება. სწორი განვითარება შესაბამისად, ამ დოკუმენტს აქვს დიდი მნიშვნელობა და უნდა იყოს სრულყოფილი და სწორი. იქნება განხილვები და უახლოეს მომავალში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას. 28 მარტს არის ბოლო ვადა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს უნდა გამოცხადდეს გადაწყვეტილება. მინდა უფრო მეტი დრო დაეთმოს განხილვას და რაც შეიძლება მეტი ადამიანი, მეტი პროფესორი ჩაერთოს და ნახოს რაზეა ზოგადად საუბარი. დოკუმენტი, რაც მერიაში შემოვიდა ნებისმიერი ადამინისთვის არის ხელმისაწვდომი. როდესაც დავიწყეთ ამაზე მუშაობა შევქმენით ექსპერტთა ჯგუფი და მივმართეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ ისინი ამ განხილვებში ჩართულიყვნენ და შემდგომ არ ყოფილიყო დემაგოგიური, პოპულისტური განცხადებები, თუმცა მათ ეს არ ისურვეს, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

ცნობისთვის, გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად მერიამ 2 800 000 ლარი გამოყო. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა. შესწორებული დოკუმენტი მერიას „სითი ინსტიტუტ საქართველომ" 26 თებერვალს წარუდგინა, მას შემდეგ მერია დოკუმენტს სწავლობს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა კი 28 მარტს იწურება.

 

 IPN.GE 

 

 



Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?
access_time2021-02-24 16:30:17
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 -ელი მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.   როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up