თბილისის მერიამ ბიზნესის მხარდასაჭერად შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა

თბილისის მერიამ ბიზნესის მხარდასაჭერად შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა

access_time2020-12-23 15:10:00

პანდემიის პერიოდში ბიზნესის მხარდასაჭერად, თბილისის მერიამ შეღავათების ახალი პაკეტი მოამზადა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განმარტა, შეღავათები როგორც მოიჯარეებს, რესტორნებსა და სხვა კვების ობიექტებს, ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ პავილიონებს ანუ ე.წ. ჯიხურებს შეეხებათ.

„მაშინ, როდესაც პანდემიის პირველი ტალღის გამო, ჩვენ მივიღეთ გარკვეული შეზღუდვები ეკონომიკური სექტორისთვის, თბილისის მერიამ ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მთელი რიგი ღონისძიებები განახორციელა. ძირითადად, ეს იყო იჯარებზე შეღავათები, რომელიც შეეხო სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებს, ზოგ შემთხვევაში სამი, ზოგში კი - ათი თვის განმავლობაში.

იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბერი და იანვარი მეწარმეებისთვის ასევე შეზღუდული პერიოდია პანდემიის გამო, ჩვენ მოვამზადეთ შეღავათების ახალი პაკეტი, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე გამოვიტანეთ და თბილისის მერმა გააკეთა ამის შესახებ დეტალური განცხადება. საუბარია ორთვიან შეღავათზე, რომელიც ეხება როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე, მუნიციპალური საწარმოების მიერ გაცემულ იჯარებს. ასევე, ამ ორი თვის განმავლობაში სანქცია-საურავების შეჩერებას და ბოლო პერიოდში ანუ პირველი შეზღუდვებიდან მოყოლებული 2021 წლის 1 თებერვლის ჩათვლით დაკისრებული პირგასამტეხლოებისგან გათავისუფლებას. ეს შეღავათები მეწარმეებს ეძლევათ იმ პირობით, რომ მას გადაიტანენ ქვემოიჯარეებზეც, თუ ასეთი ყავთ.


ასევე, მნიშვნელოვანია კვების ობიექტებზე დაწესებული შეღავათები. ყველამ ვიცით, რომ რესტორნები და კვების ობიექტები ადგილიდან გაცემის ან სახლში მიტანის სერვისით არიან დაკავებულები. შესაბამისად, მათთვის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა მოხდება საკონდიტროების რეჟიმზე, რაც 8-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ის რეჟიმი, რომლითაც დღეს ერიცხებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი საერთოდ არ ეწევინ სამეწარმეო საქმიანობას, შეუძლიათ, მიმართონ „თბილსერვის ჯგუფს“ და დასუფთავების მოსაკრებელი მოეხსნებათ.

რაც შეეხება მესამე კატეგორიის შეღავათს, ის ეხებათ უშუალოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ პავილიონებს, ე.წ. ჯიხურებს, რომელთაც გასული აქვთ ან გასდით იჯარის ან არქიტექტურული ნებართვის ვადა, ორივე შემთხვევაში ვადის გაგრძელება მოხდება 2021 წლის 1 ივლისამდე და მუნიციპალური ინსპექცია მათზე არ განახორციელებს იძულებით ღონისძიებას, როგორიცაა ჯარიმების გამოწერა და პავილიონის აღების მითითება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up