„ფლანგვის დეტექტორი“: თბილისის მერიამ ახალი წელი წინასწარ ვერ გათვალა და 5 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

„ფლანგვის დეტექტორი“: თბილისის მერიამ ახალი წელი წინასწარ ვერ გათვალა და 5 მლნ ლარის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა

access_time2022-12-02 21:40:35

თბილისის მერიამ ახალი წლის ღონისძიებასთან დაკავშირებით 5 მილიონის გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) ავრცელებს, „ფლანგვის დეტექტორის პროექტის ფარგლებში.

„თბილისის მერიის N 1-706 ბრძანების მიხედვით, 2023 წლის შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხა რამდენიმე მიმართულებით განაწილდება. მაგალითად, 1,430,000 ლარი საახალწლო გალა კონცერტის, საშობაო კონცერტის, საახალწლო სოფლის გახსნის ღონისძიებისა და თემატური საახალწლო კონცერტებისთვის დაიხარჯება. 3,164,000 ლარი ღონისძიებების, აქტივობების, დეკორაციებისა და თემატური ფოტოზონებისთვის არის გამოყოფილი, უფრო კონკრეტულად კი ეს თანხა დეკორირებულ ნაძვის ხეებზე, სასცენო დეკორაციებზე, ქუჩებისა და ფასადების მორთულობებზე, მოცულობით ინსტალაციებზე, დღის და საღამოს კონცერტებზე, გასტრონომიისა და ტკბილეულის ფესტივალზე და სხვა აქტივობებზე დაიხარჯება. ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო ინვენტარის აღდგენა-რესტავრაციაში თბილისის მერია 100,000 ლარს იხდის, ხოლო დანარჩენი 300,200 ლარი გამოფენა-გაყიდვას მოხმარდება. 

გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად მერიამ ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზეზი მიუთითა. დროში შეზღუდვის გარემოებებს კი მერია შემდეგნაირად ასაბუთებს: “ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. ღონისძიებაში ჩართულები არიან სხვადასხვა შემსრულებლები, გასათვალისწინებელია და მხედველობაში მისაღებია თითოეული მათგანის საჭიროებები და სხვა მრავალი ფაქტორი, რათა მათ შეძლონ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა.”

ახალი წელი არის დღესასწაული, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მათ შორის საქართველოშიც ყოველწლიურად აღინიშნება. შესაბამისად, ფაქტია, რომ თბილისის მერიას 2022 წლის პირველი იანვრიდანვე უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ დღესასწაულის აღნიშვნა წლის ბოლოსაც გახდებოდა საჭირო და ადრეულ ეტაპზევე დაეწყო ამისთვის მომზადება. თბილისის მერიის მხრიდან მიზანშეწონილი იქნებოდა დღესასწაულამდე რამდენიმე თვით ადრე გამოეცხადებინა ელექტრონული ტენდერი. ტენდერის გამოცხადება საზოგადოებისთვის შესყიდვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფდა. 

აღსანიშნავია, რომ გამარტივებული შესყიდვები მაღალი კორუფციული რისკის მატარებელია, რადგან შესყიდვა უკონკურენტო გარემოში მიმდინარეობს. კონკურენციის არარსებობა ფასის კლების შესაძლებლობებს გამორიცხავს. გარდა ამისა, შემსყიდველი ორგანო სასურველ კომპანიასთან ან პირთან პირდაპირ აფორმებს ხელშეკრულებას. 

2018-2021 წლის მონაცემები აჩვენებს, რომ თითქმის ყოველწლიურად ცენტრალური ბიუჯეტიდან უფრო მეტი თანხა იხარჯება გამარტივებულ შესყიდვებში, რაც თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის ელიტური კორუფციის რისკებს. 



გამარტივებულ შესყიდვებში დახარჯული თანხები:

2018 წელი - 778,571,203

2019 წელი - 937,465,566

2020 წელი - 1,070,086,317

2021 წელი - 1,052,419,113


აღსანიშნავია, რომ ახალი წელი ერთადერთი დღესასწაული არ არის, რომლის დადგომის წინასწარ პროგნოზირება მერიამ ვერ შეძლო. თბილისის მერია უკვე წლებია გამარტივებული შესყიდვებს იყენებს ისეთი დღესასწაულების შემთხვევაშიც, როგორიც თბილისობა, წილხვდომილობა და 26 მაისია. თბილისის მერიის გარდა მსგავსი ტენდენციები ფიქსირდება ცენტრალური თუ ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების შემთხვევებში.“- ნათქვამია მმართველობის მონიტორინგის ცენტრის კვლევაში.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up