მერია ვარკეთილში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას 13 მილიონით დააფინანსებს

მერია ვარკეთილში მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობას 13 მილიონით დააფინანსებს

access_time2021-09-20 12:00:29

თბილისის მერია ვარკეთილში 13 მლნ. ლარად მულტიფუნქციურ სპორტულ ცენტრს აშენებს. 180-ე საჯარო სკოლასთან სპორტულ კომპლექსს 18 828 კვ.მ ფართობი დაეთმობა. როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი, ორსართულიანი შენობა განთავსდება. პირველ სართულზე მდებარეობს რესეფშენი კაფით, გამანაწილებელი დერეფანი, ვესტიბულე, მოსასვენებელი სივრცე, კომბინირებული სპორტდარბაზი გასახდელებით და სველი წერტილებით, ორი საცურაო აუზი, ასევე გასახდელებით და სველი წერტილებით. საზაფხულო სივრცე შეზლონგების განსათავსებლად, ექიმის ოთახი, საუნა, მასაჟის ოთახები, სპორტული ორთაბრძოლებისა და ტანვარჯიშის დარბაზები.




მეორე სართულზე განთავსებულია ფიტნეს დარბაზი, სახელოვნებო სკოლა, საკონფერენციო სივრცე, რეკრეაციული ზონები და ტერასა.

 



მიწის ნაკვეთი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ტერიტორიაზე მხოლოდ ერთი შენობა განთავსდება. მოეწყობა შენობასთან მისასვლელი საავტომობილო გზა და ღია, 75 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი. დარჩენილი ტერიტორიაზე კი  ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.

 




ტენდერი დედაქალაქის მთავრობამ უკვე გამოაცხადა, წინადადებების მიღება პირველ ოქტომბერს დაიწყება და 6 ოქტომბერს დამთავრდება. სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 400 დღეში უნდა დასრულდეს. შესასრულებელი სამუშაოს საგარანტიო ვადა კი 3 წლით განისაზღვრა.


 


მომზადებული დოკუმენტის თანახმად ტერიტორიის განვითარების მიზანია არსებულ განაშენიანებულ საცხოვრებელ ზონაში შეიქმნას საუბნო ტიპის მრავალფუნქციური სპორტული ინფრასტრუქტურა. განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ სპორტკომპლექსის მიზანია არსებულ საცხოვრებელ გარემოში მობინადრე ყველა ასაკის მოქალაქეს შეუქმნას ხელმისაწვდომობა სხვადასხვა ტიპის სპორტული და კულტურული აქტივობებისათვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისათვის და მომავალი თაობების სპორტში უფრო მეტად ჩართულობისათვის.









ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up