თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას იწყებს

access_time2019-06-12 16:50:44

თბილისის მერიამ გამოაცხადა კონკურსი ვაკის პარკის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოებზე.


მერმა, კახა კალაძემ 12 ივნისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და იქ უხეში ჩარევა არ მოხდება.


კალაძის განმარტებით, წინასაპროექტო კვლევით, ფუნქციური ზონირება უნდა განხორციელდეს და შედგეს დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაცია, შემდეგ ეტაპზე კი, პროექტის საფუძველზე დაიგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოები.


მერის ინფორმაციით, საკონკურსო წინადადებების მიღება 14 ივნისს დასრულდება, გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება კი 613 600 ლარია.


„ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, შესაბამისად, იქ რაღაც უხეშ ჩარევებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, მგონი, ამაში ყველა ვთანხმდებით. ვაკის პარკი ყველა თაობის ადამიანისთვის უნდა იყოს მიმზიდველი და სასურველი“ - განაცხადა კახა კალაძემ.


თბილისის მერის ინფორმაციით, იგეგმება განათების მოწყობა, საფეხმავლო ბილიკების კეთილმოწყობა და ახალი ხე-მცენარეების დარგვა.


„ვაკის პარკი ძალიან მნიშვნელოვანი პარკია და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, აუცილებლად მოვაწესრიგებთ. ისე იქნება ყველაფერი, რომ თითოეული ჩვენგანი იამაყებს” - თქვა კახა კალაძემ.


მერის ინფორმაციით, დაგეგმილია ვაკის პარკის კასკადის მოწესრიგებაც, კერძოდ, უნდა აღდგეს ქვის საფარი, კიბეები და მათ გასწვრივ უნდა მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. კალაძის თქმით, უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემაც, კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს გადმოსახედი მოედანი, საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე და ახალი, თანამედროვე სადგურით უნდა შეიცვალოს კასკადის მუშაობისთვის საჭირო სატუმბი სისტემა.


ვაკის პარკის კასკადზე წინადადებების მიღება 19 ივნისს დასრულდება. პროექტის ღირებულება 320 ათასი ლარია.





5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up