თბილისის მერია ტურისტული მოთხოვნების კვლევას ჩაატარებს

თბილისის მერია ტურისტული მოთხოვნების კვლევას ჩაატარებს

access_time2018-06-11 08:50:40

თბილისის მერიის ტურიზმის განვითარების განყოფილება ძირითადი მოთხოვნების კვლევას ჩაატარებს. ამის შესახებ BM.ge-ის განყოფილების უფროსმა ეკა ბურდილაძემ განუცხადა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.

 

„არსებული სტატისტიკით, თბილისში ვიზიტორები 3-4 დღე რჩებიან, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც ამ პერიოდს გაახანგრძლივებს. დაიგეგმება სხვადასხვა გემოვნებისა და მოთხოვნების ვიზიტორებზე მორგებული აქტივობები ყველა ასაკობრივ ჭრილში. მიმდინარე წელი მოემსახურება ძირითადი მოთხოვნების კვლევას, რის საფუძველზეც შესაბამისი აქტივობები დაიგეგმება, მათ შორის ღამის საათებში. რაც შეეხება იმას, რომ დედაქალაქი მთავარი ტურისტული ცენტრია და ყველაზე მონახულებადი, მთავარია, რომ ქალაქის მონახულება შესაძლებელი იყოს სხვადასხვა კუთხით - ყველა თავისებურებების გათვალისწინებით და არა მხოლოდ არსებული სტანდარტული ტურებით; ასევე, შესაძლებელია სხვადასხვა ლეგენდებისა და ისტორიული ფაქტების გაცოცხლებით ღია სივრცეებსა და კულტურულ დაწესებულებებში მცირე იმპროვიზაციების დადგმა, სეზონური ფესტივალების გამართვა და ა.შ., - განაცხადა ბურდილაძემ.

 


რაც შეეხება 2018 წლის სამოქმედო გეგმებას, ეკა ბურდილაძის თქმით, გათვალისწინებულია ძველი თბილისის არეალში 4-6 სამენოვანი, საინფორმაციო დაფის და რუკის განთავსება, ტურიზმის განვითარების განყოფილება ტურისტული საინფორმაციო მასალების (თბილისის ტურისტული რუკა, თბილისი ფეხით, თბილისის შემოგარენი, მცირე რუკა და გზამკვლევი ბარკოდებით, ძველი თბილისის ტურისტული რუკა, თბილისის პანორამული რუკა (6 ტურით) დაბეჭდვას გეგმავს, რომელიც ქალაქის ვიზიტორებს საინფორმაციო ცენტრებსა და სასტუმროებში უსასყიდლოდ გადაეცემა. „ასევე წლის ბოლომდე მოხდება ახალი ინოვაციურ-ტურისტული პროექტების შემუშავება, რომელიც მომავალ წლებში განხორციელდება, - აღნიშნა მან.

 

BM.GE 

 




კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up