თბილისის მერია: თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა

თბილისის მერია: თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა

access_time2021-03-02 16:50:00

თბილისს კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე N101-ე საბავშვო ბაღი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მოადგილე ილია ელოშვილთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძესთან ერთად დაათვალიერა.



„2018 წლიდან დღემდე თბილისში 15-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა, კიდევ 5 ბაღი მშენებარეა. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, რომ ის მაღალი სტანდარტი, რომელიც ბაღებთან დაკავშირებით გვაქვს, მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს. ახალი ბაღი ყოველმხრივ კეთილმოწყობილია, მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ეზოში განთავსებულია ატრაქციონები. ბაღი 300 ბავშვზეა გათვლილი. დღეს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში სრულად დაიტვირთება და მოემსახურება პატარებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.



სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათჯგუფიანია. შენობა აკმაყოფილებს ბავშვთა უსაფრთხოებისთვის დადგენილ საჭირო ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს - ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დაცულია სახანძრო უსაფრთხოება და უზრუნველყოფილია ვიდეოკონტროლი. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო სათამაშო მოედნებითა და ატრაქციონებით.




აღსაზრდელები N101 საბავშვო ბაღში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის განსაზღვრული რეგულაციების სრული დაცვით მიიღეს.


სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.



ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი მერთან ერთად გლდანის რაიონის გამგებელმა და თბილისის საკრებულოს დეპუტატებმაც დაათვალიერეს.










მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა

მანჰეტენის ისტორიაში უდიდესი თაღლითური სქემის ავტორი ბერნარდ მედოფი გარდაიცვალა
access_time2021-04-14 19:45:54
უმსხვილესი საინვესტიციო კონსულტანტი მანჰეტენის ისტორიაში ბერნარდ მედოფი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. მედოფი ცნობილია იმით, რომ ის კლიენტებს ინვესტირებისას კოლოსალურ შემოსავლებს ჰპირდებოდა  და ამასობაში მათ ჯამში 19 მილიარდი  დოლარი გამოსტყუა „პონცის“ თაღლითური სქემის მეშვეობით.   მისი გარდაცვალება  „ სავარაუდოდ ბუნებრივი მიზეზებითაა გამოწვეული“ - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. მედოფის საცხოვრებელი 2009 წლიდან ბატნერის ფედერალური კოლონია იყო. მან ნაადრევი...

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

14 აპრილი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2021-04-14 18:00:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 აპრილისთვისაა) ეროვნული...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-04-14 21:00:38
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა და ფასები გაზარდა კითხვას, რატომ ძვირდება წამალი საქართველოში „კომერსანტი“ კიდევ ერთხელ დასვამს, პასუხს კი ამავე პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი წევრი ლევან კობერიძე...

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი IТ-მეწარმეები - Forbes-ის ტოპ-10
access_time2021-04-14 20:25:28
პანდემიური ჩამოშლის შემდეგ ბაზრების სწრაფმა აღდგენამ რეკოდრულ ტემპებს მიაღწია. თუმცა, ეკონომიკის ვერც ერთი დარგი აღდგენის ისეთი სისწრაფით ვერ დაიკვეხნის, როგორც მაღალი ტექნოლოგიები.   IТ-მეწარმეთა ჯამური კაპიტალი  2,5 ტრლნ. დოლარს შეადგენს, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ამ მაჩვენებელმა 1,4 ტრლნ. შეადგინა.   2020 წელს Forbes-მა მაღალ ტექნოლოგიებზე გამდიდრებული 241 მილიარდერი დაითვალა, 2021-ში კი - 365. ამ კუთხით ეს...

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

კარტოფილის ფასმა საქართველოში ისტორიულ მინიმუმს  მიაღწია
access_time2021-04-14 19:00:57
საიტი EastFruit-ი ამ სეზონში საქართველოს კარტოფილის ბაზარზე შექმნილ ვითარებას აანალიზებს და ყურადღებას რამდენიმე გარემოებაზე ამახვილებს - კერძოდ, ბაზარზე ახალი კარტოფილი სათბურებიდან უკვე გამოჩნდა, ფასები კარტოფილზე წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალია, მარაგები საკმაოდ დიდია, ხოლო იმპორტი 2020 წლის მაჩვენებელს აღემატება.   საიტის ექსპერტების აზრით, 2021 წელი კარტოფილზე მომუშავე ქართველი ფერმერებისთვის ნაკლებად მომგებიანი...


მსგავსი სიახლეები

up