მეტროსადგურებმა „ვაჟა-ფშაველა“ და „სახელმწიფო უნივერსიტეტი“ მგზავრთა მომსახურება განაახლეს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„დღეს დილიდან ტექნიკური ხარვეზის გამო, აღნიშნული სადგურები მგზავრთა მიღებაზე დროებით დაიკეტა. საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ხორციელდებოდა ზონალურად, მეტროსადგურ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ და პირიქით.
ამ ეტაპისთვის, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომსახურებას შეუფერხებლად განაგრძობს“ – ნათქვამია განცხადებაში.