თბილისის მერია ტაქსის მძღოლთა წრეს აფართოებს,მათ მანქანის გადაღებვის, თეთრი ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ

თბილისის მერია ტაქსის მძღოლთა წრეს აფართოებს,მათ მანქანის გადაღებვის, თეთრი ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ

access_time2019-05-15 12:07:21

ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც ვაუჩერული დაფინანსებით შეუძლიათ ისარგებლონ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კალაძის თქმით, ამ დრომდე რეფორმაში ტაქსების მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მათ ლიცენზიის აღების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალებები შეცვალეს. ამიერიდან კი მსგავსი კატეგორიის ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ ღებვის, თეთრი ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერებით ისარგებლონ.

 

„სატრანსპორტო პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ტაქსების რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამაზე და მინდა გითხრათ, რომ ტაქსების რეფორმის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით. ჩვენს რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ლიცენზია, მათ შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები და ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობდნენ ანუ, ჰქონდათ აღებული ლიცენზია, შემდეგ ავტომობილის ცვლილება განახორციელეს და ისინი ვეღარ იღებდნენ ნებართვას იმისა, რომ შეეღებათ, ან ფირი გადაეკრათ, ან ქიმწმენდის ვაუჩერით ესარგებლათ.


 

ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან და მივიღეთ რამდენიმე მნიშნველოვანი გადაწყვეტილება, რომელიც მინდა გაგიზიაროთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ტაქსის მძღოლებს. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სმს-ს კომუნიკაცია, დაბეჭდილია ფლაერები, რომლებიც მომდევნო დღების განმავლობაში დაურიგდებათ ტაქსის მძღოლებს, რომ ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ჰქონდეთ შესაბამისი ინფორმაცია.

 

პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ ღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერები 1-ელი ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით“, - განაცხადა კახა კალაძემ.






PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია

კომერსანტის ექსკლუზივი : ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი თბილისშია
access_time2019-05-18 19:30:24
„კომერსანტის“ ფოტოკამერამ დღეს, თბილისში, ფილარმონიის მეოთხე სართულზე განთავსებულ World class-ის სავარჯიშო დარბაზში ცნობილი რუსი მილიარდერი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიხეილ პროხოროვი დააფიქსირა, რომელიც პირად დაცვასთან ერთად...

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები

საქართველოს ყოფილი პირველი ლედის ქონება - რა ქონებას ფლობენ მერობის და პარლამენტის წევრობის კანდიდატები
access_time2019-05-19 10:00:22
დღეს ზუგდიდის, ხულოს, მარნეულის, ზესტაფონისა და ჭიათურის მერების რიგგარეშე, ხოლო თბილისში, მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები...


მსგავსი სიახლეები

up