თბილისის მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს

თბილისის მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს

access_time2021-10-08 16:40:00

თბილისი 20-21 ოქტომბერს დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს” (Angel Investors) უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.



„ღონისძიების ფარგლებში, თბილისს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) და სხვა ორგანიზაციების 15-მდე წარმომადგენელი და ინვესტორი ეწვევა.



ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაა.



ღონისძიება ორდღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს. ღონისძიებაზე ასევე, განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს.




პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ ინვესტორებისთვის თავიანთი საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, რომელიც 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.



თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ევროპის ქვეყნებთან საქმიანი და ბიზნესკავშირების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისთვის.



პროექტი თბილისის მერიისა და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით ხორციელდება.



დამატებითი ფინანსების მოძიების მიზნით, ინვესტორებისთვის საკუთარი პროექტის წარსადგენად, რეგისტრაციის გავლა 13 ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: shorturl.at/iCG36.“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






თეგები:
სტარტაპები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up