თბილისის მერია „სითი პარკის“ აქტივებს ყიდულობს

თბილისის მერია „სითი პარკის“ აქტივებს ყიდულობს

access_time2019-10-31 11:00:01

თბილისის მერია კომპანია „სითი პარკისგან“, რომელსაც დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ხელშეკრულება შეუწყვიტა, აქტივებს ყიდულობს.როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „სითი პარკისგან“ მერია ევაკუატორების და სამკერდე კამერების შესყიდვას აპირებს, რისთვისაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


რაც შეეხება სამართლებრივ პროცესს, როგორც ხმალაძე აცხადებს, მერიის წინააღმდეგ „სითი პარკს“ ფორმალურად, სამართლებრივი პროცესი არ დაუსრულებია.


„ჩვენს შორის გარკვეული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მათი აქტივების შეძენით იმიტომ, რომ „სითი პარკს“ აქვს პარკირების მომსახურებისთვის ყველა საჭირო აქტივი. გვაქვს ინტერესი შევისყიდოთ ეს აქტივები, მათ შორის ევაკუატორები, სამკერდე კამერები. როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებიდან გამომდინარე „სითი პარკს“ ცოტა ინერტულად მიჰყავს სამართლებრივი დავა. არ არის აქტუალურ ფაზაში შესული ეს დავა და არბიტრაჟშიც არ არის სარჩელი შესული. სარჩელი სასამართლოში შეტანილია, დავაზე მათ ჯერ უარი არ უთქვამთ, მაგრამ არბიტრაჟში არ შეუტანიათ, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები“, - განაცხადა ხმალაძემ.


როგორც ხმალაძე აცხადებს, ამ ეტაპზე მას არ სურს საუბარი იმ თანხაზე, თუ რა შეიძლება გადაუხადოს მერიამ, „სითი პარკს“ აქტივების გამოსყიდვისთვის.„ამ ეტაპზე არ მსურს ამაზე კომენტარის გაკეთება, რადგან არ დასრულებულა მოლაპარაკებები. საუბარია იმ აქტივის შესყიდვაზე, რომელიც პარკირებისთვის გვჭირდება“, - განაცხადა ხმალაძემ.


გარდა ამისა, თბილისის ვიცე-მერის, ინფორმაციით, „სითი პარკთან“ მოლაპარაკებებს მერიის მიერ დაქირავებული ის კომპანია ახორციელებს, რომელსაც სარეზერვო ფონდიდან 80 ათასი ლარი გადაურიცხეს. თუმცა, როგორც ხმალაძე განმარტავს, კომპანია „ემ ჯი”-მ მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დაასრულა და მერიას მისი მეორედ დაქირავებაც დასჭირდა.


„სწორედ ეს კომპანია ახორციელებს ამ მოლაპარაკებებს. ორჯერ დავიქირავეთ ეს კომპანია. ერთხელ კომპანიას ვადა ამოეწურა და იმ ვადის ფარგლებში აწარმოა მოლაპარაკებები. მეორედ დაქირავებაც დაგვჭირდა და ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პროცესში ვართ. ზუსტად რა თანხაა გადახდილი კომპანიისთვის, წარმოდგენა არ მაქვს, ამ მომენტში არ ვიცი. მეორე ეტაპი პირველ ეტაპთან შედარებით გაცილებით ნაკლები ხანგრძლივობის იქნება და მოლაპარაკების მოცულობაც ნაწილში, მცირეა“, - განაცხადა ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აპრილში თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ პარკირებაზე ზედამხედველობის უფლება ჩამოართვა და ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის ხელშეკრულება შეუწყვიტა. ამ დროიდან პარკირებაზე ზედამხედველობას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.


„სითი პარკმა“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო თბილისის მერიას სასამართლოში უჩივლა, თუმცა საქალაქო სასამართლომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, რაც კომპანიამ უკვე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მეორე ინსტანციაში საქმის განხილვა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს.


იმ შემთხვევაში, თუ „სითი პარკის“ სარჩელს სასამართლო დააკმაყოფილებს, ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მერიას შესაძლოა, კომპანიისთვის პირგასამტეხლოს სახით 25 მილიონი ლარის გადახდა დაეკისროს.


კომპანია "სითი პარკსა" და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო.


ipn.ge





StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხა 23 793 096 ლარიდან 124 543 899 ლარამდე გაიზარდა
access_time2020-04-09 00:50:17
StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის მაჩვენებელი 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. მონაცემები საქართველოს მთავრობის...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს „გრანთ თორნთონის“ სტიპენდია გადაეცათ
access_time2020-04-08 21:20:49
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  3 სტუდენტი კომპანია „გრანთ თორნთონის“ სტიპენდიანტი გახდა.  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები თამარ ათოშვილი, ანა ბუხრაშვილი და ელენე ცეცხლაძე სპეციალურ სტიპენდიას 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მიიღებენ.   როგორც „გრანთ თორნთონის“ მმართველმა პარტიორმა ვახტანგ ცაბაძემ განაცხადა,  კომერციული სექტორის ჩართულობა და სტიპენდიების დაწესება სახელმწიფო უნივერსიტეტებში,...

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია

ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდში ცვლილებებია
access_time2020-04-08 19:50:52
თბილისი, 8 აპრილი, 2020 - დღეს, ლიბერთი ბანკის მმართველ გუნდს, გენერალური დირექტორის მოადგილის, ფინანსური დირექტორის პოზიციაზე, დავით წიკლაური შეუერთდა. დღემდე, ამ პოზიციას ლევან ლეკიშვილი იკავებდა.   დავით წიკლაურს საბანკო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთ. მას არაერთი პოზიცია ეკავა ქვეყნის წამყვან ბანკებში თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, კორპორაციული საბანკო საქმიანობის მიმართულებით...

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ

მსოფლიოს მსხვილი რესტორნების ქსელები კრიზისის გადასალახად პროდუქტების მაღაზიებად იქცნენ
access_time2020-04-08 20:00:05
კორონავირუსის პანდემიამ რესტორნების ბიზნესს უმძიმესი დარტყმა მიაყენა. ყველაზე მაღალშემოსავლიანი დაწესებულებები უპრეცედენტო ვარდნის წინაშე აღმოჩნდენ, რამაც თანამშრომლების შემცირება გამოიწვია. გადარჩენის ინსტიქტმა რესტორნები აიძულა შემოსავლის ტემპის შესანარჩუნებლად ახალი გზები მოეძებნათ. ზოგი პროდუქტების მაღაზიად იქცა და ზოგი ფერმერების დახლის ფუნქციას ითავსებს,  სადაც მომხმარებელს ახალ პროდუქტის შეძენა და მისი სახლში მომზადება...

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა

8 აპრილი - ქართული ლარი, თურქული ლირა და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-04-08 19:00:07
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 8 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით...


მსგავსი სიახლეები

up