თბილისის მერია: შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო

თბილისის მერია: შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო

access_time2021-09-15 15:50:00

გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის საყრდენი კედელი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


„გლდანის რაიონში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, როგორც იცით, მეწყრული ზონა იყო, რაც პრობლემას წარმოადგენდა ზემოთ, 16-სართულიან კორპუსებში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც ქვემოთ სხვადასხვა ბიზნესაქტივობას აწარმოებდა და ასევე, მათთვისაც, ვინც ყოველდღიურად იყენებდა ამ საავტომობილო გზას გადაადგილებისთვის. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. არსებული ტერიტორია სრულად მოწესრიგებულია. შემიძლია ვთქვა, რომ იქ მომუშავე და მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე, იმ გზით მოსარგებლეებისთვის ტერიტორია უსაფრთხოა“, - განაცხადა კახა კალაძემ.


მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, დამეწყრილი უბნის გამაგრების მიზნით, მოეწყო ხიმინჯოვანი საყრდენი კედელი, მეწყრის სტაბილიზაცია კი მიღწეულია ანკერების, რკინაბეტონის ბადეებისა და გრუნტის ცემენტის საშუალებით.



„გარდა ამისა, ფერდობი დაიყო ტერასებად და ჩატარდა ე.წ. ფრანგული კედლის მოწყობის სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ ფერდზე დამონტაჟდა მონიტორინგის სისტემები, რაზეც კონტრაქტორი კომპანია ვალდებულია, დაკვირვება ხუთი წლის მანძილზე განახორციელოს. მცირე ცვლილების შემთხვევაშიც კი, ამაზე ინფორმაცია მაშინვე გვექნება. როგორც აღვნიშნე, პროექტის განხორციელების შედეგად, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ არსებულ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს საფრთხე აღარ ემუქრება. ასევე, დაცულია გზის სავალ ნაწილზე გადაადგილების უსაფრთხოება“, - განაცხადა თბილისის მერმა.


კახა კალაძემ კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტს“ მადლობა გადაუხადა, რომელმაც შეშელიძის ქუჩაზე აღნიშნული სამუშაოები შეასრულა.







ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს

ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი მენეჯერებს
access_time2021-09-25 16:00:47
ყველა იმ ინსტრუმენტს შორის, რომელსაც მენეჯერები ბიზნესის საწარმოებლად იყენებენ, აზროვნება ყველაზე მნიშვნელოვანია. იგი ინფორმაციის დამუშავების ორ...

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია
access_time2021-09-25 03:00:00
ყველა ჩვენ წინსვლას ერთი მარტივი მიზანი აქვს: ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს 76-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიმავალი გზა სახლში დაბრუნებას ნიშნავს. ...

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია

ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ყველას მოგმართავთ  თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია
access_time2021-09-25 02:53:18
დღეს ყველას მოგმართავთ თხოვნით - დავასრულოთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული მიწების უკანონო ოკუპაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაერო-ს 76 სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, არამედ ის აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ქვეყნის გაწევრიანების ეროვნულ მისწრაფებებს. ...

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში

სრულყოფილება სიმარტივეში - ახალი Rolls-Royce Ghost-ის დებიუტი საქართველოში
access_time2021-09-24 17:55:02
საქართველოში ახალ როლს-როის ,,გოსთის“ ოფიციალური დებიუტი შედგა. თბილისში მედიისა და საზოგადოების ცნობილმა წარმომადგენლებმა უკვე გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი პირველი შთაბეჭდილებები ექსკლუზიური საღამოს განმავლობაში. „ახალი „გოსთი“დიდ ბრიტანეთში შეიქმნა და ის არის ინჟინერიის, ტრადიციებისა და დიზაინის ნამდვილი შედევრი. მე ვარ ამაყი იმის გამო, რომ მაქვს შესაძლებლობა ვაჩვენო ჩვენს ქართველ მეგობრებს საუკეთესო ბრიტანული...

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა

ნავთობის ფასი სამწლიან მაქსიმუმზეა
access_time2021-09-25 11:00:22
მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა, ხოლო Brent-ის ტიპის ღირებულებამ სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია. Brent-ის ტიპის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი 0,13%-ით გაიზარდა და ბარელზე 77,35 აშშ დოლარს შეადგენს. ამავდროულად, WTI-ის ნოემბრის ფიუჩერსების ღირებულება 0,04%-ით გაიზარდა და ბარელზე 73,33 აშშ დოლარად ბარდება. OPEC+-ის 1-ელ სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა 2022 წლის 3.28 მილიონი ბარელის დღიური მოპოვების პროგნოზი 4.2 მილიონ ბარელამდე...


მსგავსი სიახლეები

up