თბილისის მერია სამშენებლო „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს

თბილისის მერია სამშენებლო „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტკიცებს

access_time2021-07-28 21:30:53

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სამშენებლო ამნიისტის შესახებ“ კანონი ძალაში შედის, დედაქალაქის მერია კი კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესსა და პროცედურებს ამტიცებს.

 

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით.

 

„საქართველოს პარლამენტმა დაასრულა სამშენებლო ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. კანონი უკვე მიღებულია, გამოქვეყნებულია და ძალაში შედის 28 ივლისიდან. თბილისის მუნიციპალიტეტი დაამტკიცებს ამ კანონის აღსრულებისთვის საჭირო წესს და პროცედურას და დაინტერესებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ კანონით დადგენილი შეღავათებითა და სპეციალური რეჟიმებით. კანონი შედგება სამი ძირითადი ნაწილისგან. პირველი მოიცავს 2020 წლის 18 აგვისტომდე, ნებართვის საფუძველზე დასრულებულ მშენებლობებზე ზოგიერთი სამშენებლო დარღვევის პატიებას. ეს დარღვევებია ფართობის გადამეტება, განაშენიანების კონტურის დარღვევა, „წითელი ხაზების“ დარღვევა, ფუნქციური ზონის დარღვევა და ა.შ. ასევე, ამ დარღვევების პატიებისთვის საჭირო წესებს და პროცედურებს.

 

კანონის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, მომავალში ასეთი დარღვევების თავიდან არიდებისა და პრევენციის მიზნით, პასუხისმგებლობის დამძიმებას, რომ იგივე არ განმეორდეს. კერძოდ, სამშენებლო დარღვევების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სისხლის სამართლის პასუხისმგისმგებლობის დაკისრებას დამრღვევი პირების მიმართ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

რაც შეეხება კანონის მესამე ნაწილს, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ეხება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესებს. კერძოდ, იმ მშენებლობების შემთხვევაში, რომლებიც შეიცავენ საყოფაცხოვრებო ფართებს.

 


„ექსპლუატაციაში მიღებამდე დაუშვებელი გახდება ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება. ეს არის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არ დაიწყოს ამ შენობების საყოფაცხოვრებო ფუნქციით გამოყენება, სანამ შენობას უფლებამოსილი ორგანო არ მიიღებს ექსპლუატაციაში. აღნიშნული წესი ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და გავრცელდება იმ მშენებლობებზე, რომელზეც მშენებლობის ნებართვა გაიცემა 2022 წლის პირველი იანვრის შემდგომ. აღნიშნული შესწორება განხორციელდა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

კახა კალაძემ საქართველოს პარლამენტს და ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერისა და კანონის მიღების პროცესში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.

 

მისივე თქმით, ამნისტია არ არის უპირობო აქტი და უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი შესაბამისად იმოქმედებს.

 

„ამ საკანონმდებლო პაკეტის საფუძველზე, ძალიან ბევრი ადამიანის ქონებამ შეიძინა ღირებულება და ლეგიტიმაცია. ქონება, რომელიც წარმოადგენდა არასრულ აქტივს, ვინაიდან არ იყო ექსპლუატაციაში და ვერც იქნებოდა ექსპლუატაციაში მიღებული, კონკრეტული სამშენებლო კომპანიების კანონდარღვევიდან გამომდინარე. ეს პრობლემა იყო იმ ოჯახებისთვის და ძალიან მალე ეს ყველაფერი იქნება მოწესრიგებული და მოგვარებული. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამნისტია არ არის უპირობო აქტი. იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია უსაფრთხოების ნორმები, მუნიციპალიტეტი აწესებს მოთხოვნას, შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღება შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ დარღვეულია კონსტრუქციული ნახაზი ან კონსტრუქციული პროექტი, მოითხოვება აკრედიტებული საექსპერტო დაწესებულების დასკვნა ფაქტობრივად განხორციელებული სამუშაოების უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის შესახებ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული  ფასადი, დამაბრკოლებელ გარემოებას ესეც წარმოადგენს.

 

„ასევე, მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით, შენობა-ნაგებობების ფასადი. იმ შემთხვევაში, თუ შენობა-ნაგებობას არ აქვს მოწესრიგებული და დასრულებული ფასადი, ესეც წარმოადგენს დამაბრკოლებელ გარემოებას. შენობა მას შემდეგ შევა ექსპლუატაციაში, რაც მუნიციპალიტეტთან შეთანხმების შემდეგ მოწესრიგდება ან დასრულდება მისი ფასადი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up