თბილისის მერს ქალაქის ეკოლოგია არ მოსწონს - კალაძე  რამდენიმე დღეში სატრანსპორტო პოლიტიკას წარმოადგენს

თბილისის მერს ქალაქის ეკოლოგია არ მოსწონს - კალაძე რამდენიმე დღეში სატრანსპორტო პოლიტიკას წარმოადგენს

access_time2018-06-13 11:19:28

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ თბილსის მთავრობის სხდომაზე ეკოლოგიურ პრობლემებზე ისაუბრა. კალაძის განცხადებით, ის ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც დღეს ქალაქშია სასიამოვნო არ არის.


„არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ ეს მასშტაბური პრობლემაა. მას  კომპლექსური მიდგომები სჭირდება, ხოლო ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც ამ მიმართულებით ვაპირებთ და უკვე გადავდგით იქნება მნიშვნელოვანი.


მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო სკვერების მოწესრიგება, რაზეც უკვე გამგეობები მუშაობენ. რა თქმა უნდა, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას დაეხმარება პროექტი რომელიც ჩვენ რამდენიმე კვირის წინ დავიწყეთ და  ეს ავტოფარეხებია, ეს უბნებს ამახინჯებს და მათ ადგილზე პატარა სკვერების ან სპორტული მოედნების გაკეთება იგეგმება,“ - განაცხადა კალაძემ.

 

მერის თქმით, მხოლოდ პარკებისა და სკვერების მოწესრიგება ვერ შეცვლის რეალობას და აუცილებელია ტრანსპორტის მიმართულებით მუშაობა.


 

„გამონაბოლქვი, რომელიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პირველ რიგში ამ პროექტის განხორციელების ლოკომოტივი ჩვენ უნდა ვიყოთ. მიკროავტობუსების, ყვითელი ავტობუსების და ძველი ავტომობილების მიმართულებით მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს,“ - განმარტა კალაძემ.  

 

მერის განცხადებით, უახლოეს დღეებში სატრანსპორტო პოლიტიკის წარდგენა მოხდება, სადაც სამომავლო კონკრეტული ნაბიჯები იქნება ასახული.

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე





მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up