მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00 - 12:00 და 17:00 - 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება“ – ნათქვამია განცხადებაში.