თბილისის მერია: მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დინამიკა გაუმჯობესდა

თბილისის მერია: მშენებლობის უსაფრთხოების ნორმების დაცვის დინამიკა გაუმჯობესდა

access_time2019-02-19 23:16:00

თბილისის მერი და მერის მოადგილეები სოციალურ ქსელში, ვიდეოდიალოგის ფორმატში, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოქალაქე მარინა ასანიძის დასმულ შეკითხვას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ ვითარების გაუმჯობესება შესაბამისმა საკანონმდებლო ცვლილებებმა და ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებამ გამოიწვია.

 

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძის თქმით, ამ სფეროში არსებულ პრობლემებს თბილისის მერიის ახალმა მენეჯმენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანით - მშენებლობის ნორმების დარღვევისთვის სანქციების ათჯერ გაზრდით უპასუხა.

 

„დასაწყისისათვის ძალიან დიდი სანქციების დაკისრება მოგვიწია სამშენებლო კომპანიებისთვის, თუმცა ბოლო პერიოდში დინამიკა ბევრად გაუმჯობესებულია და ვფიქრობ, ამას სახელმწიფოს მხრიდან იძულების სახე არ უნდა ჰქონდეს. მშენებლები თვითონ უნდა იაზრებდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა მშენებლობის დროს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

 

მერის მოადგილის თქმით, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილების შემუშავება გარემოს დაბინძურების პრევენციისთვის დაიწყო და კანონპროექტი პარლამენტში რამდენიმე დღეში დარეგისტრირდება.

 


ბითაძის განმარტებით, ეს კანონპროექტი ეხება მშენებლობის დროს სამშენებლო მასალის გამოყენების, დასაწყობებისა და ტრანსპორტირების საკითხებს.

 

"ქალაქში მტვრის ნაწილაკების გაჩენისა და გავრცელების სერიოზული პრობლემაა და ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი სწორედ მშენებლობებია. ამ საკანონმდებლო ცვლილებით, რომელიც ჩვენ მიერ იქნა შემუშავებული, მშენებლობის ობიექტებზე გამოყენებული იქნება სპეციალური ბადეები, ღიობების შეფუთვის მოთხოვნა იქნება დაყენებული, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მტვერი გარემოში არ გაიფანტოს. ვფიქრობთ, ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ჩვენი კანონმდებლობა აქამდე ამ საკითხებს არ არეგულირებდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 

როგორც თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, მშენებლობების უსაფრთხოების გაზრდის კუთხით, განსაკუთრებული როლი ითამაშა ზედამხედველობის სამსახურის რეფორმამ.

 

„შევქმენით მუნიციპალური ინსპექცია და თუ 2017 წელს საზედამხედველო ფუნქციას ემსახურებოდა 140 ადამიანი, ახლა ემსახურება 350-მდე თანამშრომელი. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ინსპექტირების ფუნქცია გაძლიერდა. ჩვენ ამით ვაიძულეთ მშენებლებს, რომ დაეცვათ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რასაც აქამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. პირველ ეტაპზე ჯარიმები გაიზარდა და ჯარიმებისგან შემოსული თანხები დიდი იყო. ეს იყო გარდამტეხი ეტაპი. თავდაპირველად ვერ გაერკვნენ რა ხდებოდა, მაგრამ შემდეგ უკვე მოხდა მათი ადაპტირება უსაფრთხოების ახალ წესებთან მიმართებაში და ძალიან მიხარია, რომ ვითარება გაუმჯობესებულია“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

 

მისივე თქმით, ორი კვირის განმავლობაში ცნობილი გახდება ამ მიმართულებით სხვა სიახლეების შესახებაც.






New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია

New York Times – როდესაც რაიმე მაღალი პროფილის მშენებლობაზეა საუბარი, ივანიშვილის მხარდაჭერა აუცილებელია
access_time2019-08-24 18:00:54
საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი დაიბადა როგორც მშენებელი. ის ქალაქის ყველაზე თვალწარმტაც ფუტურისტულ სასახლეში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების ფოლადისა და შუშისგან არის აშენებული. სასახლე ქალაქში მდებარე...

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება

რამდენ ადამიანს ამოეწურა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულა და შეუჩერდა მისი მოქმედება
access_time2019-08-24 16:25:42
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა 2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც სტატისტიკიდან ირკვევა,...

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო

სარეკლამო ბაზარზე აქტივობამ იკლო
access_time2019-08-24 16:00:54
საქართველოში სარეკლამო ბიზნესისადმი ინტერესი შემცირდა. ამის მიზეზი, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, სეზონური ცვლილებაა და მდგომარეობა შეიძლება შემოდგომიდან შეიცვალოს. ცხადია, გარკვეული გავლენა ბაზარზე პოლიტიკურმა პროცესმაც იქონია. არასაარჩევნო პერიოდში რეკლამის მიმართ მოთხოვნა ისედაც შემცირებულია და სარეკლამო ბაზარზე გარკვეულწილად ამანაც მოახდინა გავლენა. ტენდენცია შეიცვალა და სატელევიზიო რეკლამიდან ინტერესმა სოციალური ქსელებისკენ გადაინაცვლა, რაც წამყვან სატელევიზიო...

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?

რატომ უნდა გადარდებდეთ ამაზონის ჯუნგლები?
access_time2019-08-24 12:00:30
ამაზონის ჯუნგლები იწვის. ეს ტერიტორია სახლია იმაზე მეტი მცენარისა და ცხოველისათვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილი დედამიწაზე. ცხოველებისა და მცენარეების გარდა, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე ტომიც ცხოვრობს. ამაზონის ჯუნგლები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანძურია, არა მარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ მთელი დედამიწისთვის. თანაც, ის, თავისი ზომისა და მასშტაბების გათვალისწინებით, დედამიწის ერთ-ერთი უკანასკნელი...

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა

ჯობსის, გეითსისა და ბეზოსის ტექნოლოგიური წინასწარმეტყველებები, რომლებიც ახდა
access_time2019-08-24 20:00:24
მომავლის წინასწარმეტყველებისთვის აუცილებელი არაა წარმატებული ბიზნესმენი იყოთ, მაგრამ ეს ნამდვილად დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ სილიკონ ველის ტექნოლოგიების მაგნატების — სტივ ჯობის, ბილ გეითსისა და ჯეფ ბეზოსის წინასწარმეტყველებებს, რომლებიც მათ ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში ივარაუდეს. ჯობსმა იწინასწარმეტყველა, რომ მალე გაჯეტებსთან ვატარებდით აგენტებით. ერთი სიტყვით აიფონებს —...


მსგავსი სიახლეები

up