თბილისის მერია მეტროს 11 მატარებლის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 49,2 მილიონი ევრო დაიხარჯება - დაგეგმილია  10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია

თბილისის მერია მეტროს 11 მატარებლის შეძენას გეგმავს, რისთვისაც 49,2 მილიონი ევრო დაიხარჯება - დაგეგმილია 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია

access_time2021-12-13 13:00:00

თბილისში მეტროს ამორტიზებული მატარებლები ახლით შეიცვლება. ვაგონების განახლება შემდეგი 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი.



როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის, 11 მატარებლის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს შეადგენს.



„მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვის მიზნით EBRD-ის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სს „მეტროვაგონმაში“, დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის (11 მატარებლის) შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს. მოწოდება დაგეგმილია 36 თვის განმავლობაში. პირველ წელს ვგეგმავთ 8 ვაგონის მოწოდებას“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.



ამასთან, მერიის ინფორმაციითვე, EBRD-ის მხარდაჭერით დაგეგმილია არანაკლებ 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია.




„მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის წინასწარი ბიუჯეტი 45 მილიონ ევროს შეადგენს. დაგეგმილია გურამიშვილის, სადგურის მოედნის, სარაჯიშვილის, მარჯანიშვილის, თავისუფლების მოედნის, 300 არაგველის, რუსთაველის, ისნის, წერეთლის და მეტრო ნაძალადევის რეაბილიტაცია.



რაც შეეხება ვარკეთილის მეტროსადგურს სრულდება პროექტირების სამუშაოები.



სამშენებლო სამუშაოებზე შესყიდვა გამოცხადდება შემდეგი წლის დასაწყისში. ამასთან, მეტროსადგურ გოცირიძის (მათ შორის ბაქნის) რეაბილიტაციის მიზნით, 11 ნოემბერს დაიდო ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან შპს მამისონთან. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია 7 თვეში“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.



გარდა ამისა, „ინტერპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მერია აქტიურად მუშაობს ახმეტელის და მარჯანიშვილის მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობაზე.



„აღნიშნულთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს ADB-თან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, რის საფუძველზეც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში.


ipn.ge



თეგები:
მეტრო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up