თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ქალაქში დაგეგმილ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ისაუბრა.მისი თქმით, მომდევნო თვეებში აღნიშნული მიმართულებით მერია აქტიურ სამუშაოებს იწყებს. მათ შორის კახეთის გზადკეცილზე საგზაო ინფრასტუქტურის განხორციელებასაც. ამ საკითხზე უფრო დეტალურად ისაუბრა ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა.
„ჩვენ კახეთის მარცხენა ზოლის გზატკეცილზე დავიწყეთ სრული სათადარიგო და სარეაბილიტაციო სამუშაოები. აღნიშული პროექტისთვის ბიუჯეტის მიხედვით გათვალისწინებულია დაახლოებით 8 მლნ. ნახევარი და სავარაუდოდ 2 მლნ. ლარის ინვესტიციას განახორციელებს GWP, რის შედეგადაც სრულად შეცვლება საკომუნიკაციო მოწყობილობაც. სამუშაოებსი დასრულება დაგეგმილია სექტემბერ-ოქტომბერში . შემდეგ ეტაპზე კი ვაპირებთ განვახორციელოთ უკვე ცენრალური ზოლის შეკეთებაც“,- განმარტავს ბენდელიანი.
იმის გათვალისწინებით, რომ კახეთის გზატკეცილი არის ცენრალური გზა, შევხედრაზე ქალაქის მერმა ვიტალი ბენდელიანს დაავალა, რომ იქ არსბეული გზაგამყოფები იქნეს სრულად მოწესრიგებული. კახა კალაძემ ირაკლი ბენდელიანს ბარათაშვილის აღმართის სამუშაოების დაწყებაც დაავალა, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე საგზაო ონტრასტრუქტურა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.