თბილისის მერია: ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

თბილისის მერია: ივერთუბნის დასახლებაში პარკის მშენებლობა მიმდინარეობს

access_time2022-08-11 15:00:00

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში, ხერხეულიძეების ქუჩის მიმდებარედ არსებულ 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, პარკის მშენებლობას ახორციელებს. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.


სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საფეხმავლო და ველობილიკები, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, სარწყავი, განათებისა და ვიდეომეთვალყურების სისტემები მოეწყობა.


მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.



„ჩუღურეთის რაიონში, ივერთუბნის დასახლებაში საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი ხორციელდება, რომელიც ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის, რომ აღნიშნული სივრცე იყოს მოწესრიგებული და გამწვანებული. აქ, დაახლოებით, 1 100 ოჯახი ცხოვრობს და არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, რომ თავიანთი შვილები, შვილიშვილები რეკრეაციულ სივრცეში გაიყვანონ, დაასვენონ და გაერთონ. ძალიან კარგი პროექტია - ტერიტორია გამწვანდება, დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი და განათების სისტემები, ბავშვებისთვის კი ატრაქციონი. დიდი ტერიტორია არ არის, თუმცა, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მაქსიმუმს გავაკეთებთ. გარდა ამისა, დასახლებაში მოეწყო სატუმბი სადგური, რათა წყალარინების ქსელი ყველანაირად მოწესრიგებული ყოფილიყო. პროექტი სრულდება, პარალელურად კი მიმდინარეობს დაქსელვა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს ეს პრობლემაც მოეხსნებათ. ასევე, დაგეგმილი გვაქვს საბავშვო ბაღის მშენებლობა და ყველა ის დაპირება, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობასთან გავეცით, ზედმიწევნით შესრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.


ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.


დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ჩუღურეთის გამგებელი დავით უთმელიძე, ასევე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტსა და საკრებულოში - გიორგი ვოლსკი და ზურაბ ჩიკვილაძე იმყოფებოდნენ.



თეგები:
პარკი



„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ - შსს

„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“ -  შსს
access_time2022-09-30 13:33:32
„სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „დარიალში“ მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, მათივე  ინფორმაციით   ასევე შემციდა საქართველოს ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიერ საზღვრის კვეთის რაოდენობა. „კერძოდ, 29 სექტემბრის 10:00 სთ-დან 30 სექტემბრის 10:00 სთ-მდე საქართველოს საზღვარი ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით გადმოკვეთა რუსეთის ფედერაციის 6109 მოქალაქემ,...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა
access_time2022-09-30 13:06:19
საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ იყიდა. აღნიშნული ბიზნესმენმა ბიზნესპარტნიორს თავად დაუდასტურა.   ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია ახორციელებს კომერციული უძრავი ქონების განვითარებას ქ. თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. კერძოდ, ჩვენ ვაშენებთ და ოპერირებას ვუწევთ საშუალო ზომის სავაჭრო ცენტრებს, სადაც მთავარი არენდატორია კომპანია “კარფური” და ასევე არენდატორები არიან ათობით სხვა საქართველოში მოღვაწე რითეილერები. შესაბამისად, ვფიქრობთ, ჯგუფში დაგროვდა...

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა

მარტი-ივლისში საქართველოში ბინადრობის ნებართვა რუსეთის 1598 მოქალაქეზე გაიცა - მიმართვიანობა 54%-ით გაიზარდა
access_time2022-09-30 13:00:44
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში საქართველოში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1,598 მოქალაქეზე, ხოლო უარი ეთქვა 434 მათგანს. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად მიმართვიანობა 54%-ით, ხოლო დაკმაყოფილების მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა, — ამის შესახებ ინფორმაციას IDFI აქვეყნებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის მარტი-ივლისი...

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის

სიახლე მხოლოდ ლიბერთის მომხმარებლებისთვის
access_time2022-09-30 11:55:06
დღეიდან, ლიბერთიში სოციალური სარგოს მიმღებ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამომხმარებლო ტიპის სესხებზე 4 წლამდე ვადით ისარგებლონ. "მოხარული ვართ, რომ საშუალება მოგვეცა განსაკუთრებული პირობები შეგვეთავაზებინა ექსკლუზიურად ჩვენი მომხმარებლებისთვის. როგორც იცით, 2022 წლის აგვისტოში ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის თანახმად, სამომხმარებლო ტიპის სესხებზე მაქსიმალური ვადა განისაზღვრა 36 თვით, რაც ჩვენი მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის შეამცირებდა სამომხმარებლო ტიპის...

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებს

„შეცვალე“ - პროკრედიტ ბანკი მასშტაბურ გარემოსდაცვით  კამპანიას იწყებს
access_time2022-09-30 11:25:34
შეცვალე! ნუ დაკარგავ კავშირს ბუნებასთან, მოუფრთხილდი მას! თემა, რომელიც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და საკითხი, რომელიც ყველას გვაფიქრებს: ეკოლოგია და გარემოს დაცვა. პროკრედიტ ბანკმა ახალი კამპანია სწორედ ამ მიმართულებით წამოიწყო. გარემოსდაცვით კამპანიას ბანკი მთავარი ვიდეო რგოლით ხსნის, რომელიც  მოკლემეტრაჟიან ფილმს გვაგონებს. სცენარი წარმოსახვით სამყაროში ვითარდება და განსაკუთრებული სიმძაფრით აღწერს იმ მომავალს, რომელიც შეიძლება დადგეს, თუკი ბუნებას არ...


მსგავსი სიახლეები

up