თბილისის მერია გუდიაშვილის მოედანზე არსებული სივრცეების აუქციონზე გატანას გეგმავს

თბილისის მერია გუდიაშვილის მოედანზე არსებული სივრცეების აუქციონზე გატანას გეგმავს

access_time2022-03-23 11:45:16

თბილისის მერია გუდიაშვილის მოედანზე არსებული სივრცეების აუქციონზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად ჩვენს Telegram-ზე.


კალაძემ თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულთან დაკავშირებით ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია დაავალა და გუდიაშვილის მოედნის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.



„რამდენიმე თვის წინ ჩვენ გვქონდა პრეზენტაცია და საზოგადოებას ვაჩვენეთ თუ რამდენად ლამაზი გამოვიდა გუდიაშვილის მოედანი რეაბილიტაციის შემდეგ. თითოეულ ძეგლს და ორნამენტს, დეტალს ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა და მოწიწებით ვუფრთხილდებით, რომ კულტურული მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ. გუდიაშვილის მოედანი დღეს მთლიანად არის მოწესრიგებული, მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი, სადაც 16 სახლი დაემატა და რეაბილიტაცია უტარდება. თუმცა, პირველი ნაწილს, რომელიც ჩვენ დავასრულეთ, სჭირდება პატრონი, ვინც მოუვლის, მიხედავს და სწორი ფორმით გამოიყენებს. ერთია, ძეგლების სილამაზე, მეორეა, ეკონომიკური მხარე. ჩვენ მივცემთ ბიზნესსექტორს შესაძლებლობას, რომ ეს სივრცეები, რომელიც მუნიციპალური საკუთრებაა გამოიყენონ. ჩვენ მოვამზადებთ დოკუმენტაციას, რომ მოხდეს ამ სივრცეების გამოტანა და გასხვისება ბიზნესსექტორზე რომ შემდეგ ეს ყველაფერი სწორად იქნეს გამოყენებული. თუმცა, ამ პროცესში პარალელურად იქნება ჩართული დედაქალაქის მერია, რომ გუდიაშვილის მოედანი არსებული სივრცე იყოს სწორად განვითარებული და არ მივიღოთ ისეთი კაფე-ბარები, რომელიც შეიძლება მისაღები არ იყოს დედაქალაქისთვის და გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდეს. ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ისე, რომ მიზიდულობის ცენტრი იყოს, ადგილი, სადაც თითოეულ თბილისელს და ჩამოსულ სტუმარს ექნება სურვილი მივიდეს გუდიაშვილის მოედანზე დაისვენოს და გაერთოს.


მინდა დავავალო თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დაიწყოს კომუნიკაცია ბიზნესსექტორთან, დავიწყოთ პრეზენტაციების გაკეთება და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვიტანოთ აუქციონზე არსებული სივრცეები. ამ შენობების შემდგომ გამოყენებას და განვითარებას პირადად ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი დიდი იქნება და ბევრი ადამიანი მიიღებს აუქციონში მონაწილეობას“, - განაცხადა კალაძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up