თბილისის მერია: გლდანის რაიონში ნიკო კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

თბილისის მერია: გლდანის რაიონში ნიკო კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება

access_time2021-02-22 17:40:00

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



აღნიშნულ ქუჩაზე, სადაც სანიაღვრე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას წლების განმავლობაში ექმნებოდა პრობლემები, მთლიანად შეიცვალა წყლისა და წყალარინების ქსელები, ასევე, მოეწყო სანიაღვრე სისტემა.



თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კეცხოველისა და ზოგიერთ სხვა ქუჩაზე სანიაღვრე სისტემის არარსებობა, უხვი ნალექის დროს, გლდანის ცენტრალურ ქუჩებს სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.



„ალბათ გახსოვთ, როდესაც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების რებილიტაცია დავასრულეთ, უხვი ნალექის დროს, წყალი მთლიანად მოედინებოდა გლდანის ცენტრალურ ქუჩებზე და ეს პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული გამოწვეული იყო იმით, რომ ვეკუასა და ხიზანიშვილზე შემსვლელ არცერთ ქუჩას არ ჰქონდა სანიაღვრე სისტემა, ეს ნალექი კი, პირდაპირ ჩაედინებოდა ვეკუასა და ხიზანიშვილზე. პირველი რაც გაკეთდა, ეს იყო ბოჭორიშვილის ქუჩა, ახლა კეცხოველის ქუჩა სრულდება. კიდევ არის რამდენიმე ქუჩა დარჩენილი, რომლსაც სჭირდება მოწესრიგება თავისი სანიაღვრე სისტემით“, - განაცხადა კახა კალაძემ.




პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე გარე განათების ქსელი, ხოლო ელექტროსადენები მიწის ქვეშ განთავსდა. გარდა ამისა, დასრულებულია ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა და 5500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარის ზედა ფენა იგება.



ნიკო კეცხოველის ქუჩის სრული რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 197 000 ლარი დაიხარჯა.



ნიკო კეცხოველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერიის ინფრასტრუქტურული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნენ.








ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები

ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთი თვის შედეგები
access_time2021-02-27 20:30:47
20 იანვარს დემოკრატი ჯი ბაიდენი აშშ-ს პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა. რისი გაკეთება მოასწო მან 1 თვეში?   1.ვაქცინაციის დაჩქარება აშშ-ს მოსახლეობის ვაქცინაცია ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიწყო თუმცა, ნელი ტემპებით მიმდინარეობდა.   1 თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ პროცესის დაჩქარება მოახერხა - ყოველკვირეულად სხვადასხვა შტატში 11 მლნ. დოზა იგზავნება, რაც დეკემბერთან შედარებით 57%-ით...

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან

სატვირთო ავიაგადამზიდავები COVID-ვაქცინების მიწოდების მიზნით ერთიანდებიან
access_time2021-02-27 15:00:07
UNICEF-მა და 16 მსხვილმა საერთაშორისო ავიაკომპანიამ წამოიწყეს ინიციატივა, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის ვაქცინების და სხვა ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას ერთობლივი ძალებით მოახდენენ. გაეროს მიერ დაფინანსებულმა ორგანიზაციამ ინიციატივა – UNICEF Humanitarian Airfreight Initiative შემდეგ ავიაკომპანიებთან ერთად ჩამოაყალიბა: AirBridgeCargo, Air France – KLM, Astral Aviation, Brussels Airlines, Cargolux, Cathay Pacific, Emirates SkyCargo, Ethiopian Airlines,...

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გაძვირდა - რა ღირს რეგიონებში მგზავრობა
access_time2021-02-27 13:00:48
თითქმის 3-თვიანი პაუზის შემდეგ, საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, თუმცა მიმართულებების დიდ ნაწილზე გაზრდილი ტარიფებით. დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე...

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში

საქართველოს პირველი ნაბიჯები დიდ საიახტო ინდუსტრიაში
access_time2021-02-27 18:00:39
მსოფლიოს დიდ საიახტო ინდუსტრიაში საქართველო პირველ ნაბიჯებს დგამს. ამ მოსაზრებას მნიშვნელოვნად ამყარებს ფაქტი, რომ ყველაზე მწვავე პანდემიური კრიზისის და მძიმე ლოქდაუნის დროს საქართველოში 10 იახტა გაიყიდა. წამყვანი საიახტო კომპნია „აზიმუტ ბენეტი“ საქართველოში 2017 წლიდანაა წარმოდგენილი, თუმცა გაყიდვების ასეთი მაჩვენებელი აქამდე არ ყოფილა. „გადავდგით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ათ ნაბიჯს უდრის, რადგან ჩვენს მოცემულობაში ეს შედეგი...

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა

სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე შეუნარჩუნა
access_time2021-02-27 11:15:31
პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, „BB“ დონეზე დატოვა. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.   უწყების ცნობით, პერსპექტივის გაუარესების მიუხედავად, (რომელიც უპირატესად ტურიზმის გლობალური აღდგენის შესახებ სააგენტოს შეფასებას უკავშირდება) რეიტინგის შენარჩუნება...


მსგავსი სიახლეები

up