თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ

თბილისის მერია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, „ისთ ფოინთი“ და CENN გარემოს დაცვის საკითხებში ითანამშრომლებენ

access_time2020-07-13 13:58:02

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა (CENN) და სავაჭრო-გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც, მხარეები გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებენ, თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მოაწერეს ხელი.



მაია ბითაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საკითხებზე საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორებს შორის აქტიური თანამშრომლობა ახლო მომავალში მწვანე ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.




„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ისთ პოინტი“ აქტიურად არის ჩართული ნარჩენების მართვის თანამედროვე სტანდარტებისა დანერგვაში. ვფიქრობთ, ის ძალისხმევა, რომელსაც მუნიციპალიტეტი კომპანიებთან და სამინისტროსთან ერთად, ნარჩენების სწორი მართვისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით ახორციელებს, ნამდვილად არის იმის საწინდარი, რომ მწვანე ეკონომიკა უახლოეს წლებში იმ მიმართულებით განვითარდეს, როგორც ამას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ადგენს“, - განაცხადა დედაქალაქის მერის მოადგილემ.



მხარეთა ერთობლივი საქმიანობა მიმართული იქნება გარემოს დაცვის სფეროში ცნობიერების დონის ამაღლების, ცოდნისა და გამოცდილების გაღრმავებისა და გაზრდისკენ, ასევე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ. ნარჩენების გონივრული მართვის კუთხითა და გარემოს დაცვის მიზნით, „ისთ ფოინთი“ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, ელექტრომობილების უფასო დამტენები და ელექტრობატარეების შესაგროვებელი პუნქტი გამოიყენონ. ასევე, მოახდინონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების სეპარირება.



გარდა ამისა, მხარეები თავიანთი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მემორანდუმის მხარეთა მიერ ორგანიზებულ და განხორციელებულ ყველა იმ ღონისძიებას დაუჭერენ მხარს, რომელიც გარემოსდაცვით სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას, გარემოსდაცვითი პრინციპების, წარმატებული მეთოდებისა და აღიარებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.



მემორანდუმის ინიციატორი სავაჭრო-გასართობი ქალაქი „ისთ ფოინთია“.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up