თბილისის მერია ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებთან დაკავშირებით ერთჯერად ამნისტიას გამოაცხადებს

თბილისის მერია ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებთან დაკავშირებით ერთჯერად ამნისტიას გამოაცხადებს

access_time2019-03-27 13:53:04

ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებთან დაკავშირებით, თბილისის მერია ერთჯერად ამნისტიას გამოაცხადებს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.


როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ამნისტია მიმდინარე მშენებლობებს არ შეეხება. ამასთან, ვიცე-მერის განცხადებით, ექსპლუატაციაში შეუსვლელ კორპუსებში ოჯახების შესახლება ვეღარ მოხდება.


„თბილისში აშნებული, მაგრამ სამართლებრივად ექსპლუატაციაში შეუსვლელი შენობა-ნაგებობები დაახლოებით, 800-მდეა. მიზეზი სხვადასხვაა. რა თქმა უნდა, ეს არის სამშენებლო დარღვევები და გადაცდომები, პროექტიდან გადახრები. შესაბამისად, მუნიციპალიტეტს აქვს ინიციატივა, მოხდეს ერთიანი ამნისტირება და ამ ობიექტებს მივცეთ შესაძლებლობა მივიღოთ ექსპლუატაციაში, ოღონდ კონკრეტული კატეგორია, დროში ჩაკეტილი, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმები და პუნქტები, უშუალოდ ის დარღვევები, რომელიც მითითებული იქნება შესაბამის სამართლებრივ აქტებში. ეს არ იქნება ამნისტია კანონის გამოცემისთანავე. ეს იქნება კანონის გამოცემის შემდეგ მიცემული შესაძლებლობა, რომ ეს ობიექტები მივიღოთ ექსპლუატაციაში მიუხედავად იმ ცალკეული სამართლებრივი დარღვევებისა, რომელიც ამ ობიექტებს ახასიათებს“, - განაცხადა ხმალაძემ.


როგორც ხმალაძემ განმარტა, ამნისტიას შესაძლოა, დაექვემდებაროს პროექტის დარღვევა, პარამეტრების გადამეტება, მიჯნის ზონის დარღვევა, პარკირების რაოდენობის დარღვევა",- განაცხადა ხმალაძემ.



მისივე განმარტებით, ამნისტია უკვე დასრულებულ მშენებლობებს შეეხება, რომელსაც მშენებლობის დასრულების ვადა გასული აქვს 2019 წლის 1-ელ იანვრამდე.


„ჩვენ არ ვლაპარაკობთ მიმდინარე მშენებლობებზე, რომ ამით არ მოვახდინოთ სტიმულირება აწი დაიწყონ კომპანიებმა გარკვეული გადაცდომები. ინიციატივით შევალთ ჩვენ პარლამენტში და თუ იქნება მხარდაჭერა, ეს სამართლებრივი პრობლემა მოუგვარდება ათასობით ოჯახს. საკანონმდებლო პაკეტი უკვე მომზადებულია, გუშინ გვქონდა შეხვედრა სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან დადებითად და პოზიტიურად მიიღეს ეს წამოწყება. ამის პარალელურად გამკაცრდება პასუხისმგებლობა სამშენებლო დარღვევებზე. ეს იქნება რადიკალური გამკაცრება, რაზეც მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას",- განაცხადა ხმალაძემ.


ვიცე-მერის ინფორმაციით, თბილისის მერია ასევე მუშაობს ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობა-ნაგებობების ფუნქციონირების აკრძალვის საკითხზე.


„ჩვენი ინიციატივა ითვალისწინებს ისეთ სცენარს, რომ ფიზიკურად ვერ მოხდება ობიექტის ექსპლუატაცია იმიტომ, რომ კორპუსში ვერ მოხდება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის მიწოდება და ინდივიდუალური მომხმარებლების აბონირება. ეს არის ერთ-ერთი მძლავრი ინსტრუმენტი, რითაც იქნება უზრუნველყოფილი, რომ ექსპლუატაციაში მიუღებელ ობიექტზე არ მოხდეს ადამიანების შესახლება ექსპლუატაციაში მიღებამდე. ეს არის ის საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ კონსულტაცია გრძელდება სამშენებლო სექტორის წარმომადგებლებთან",- განაცხადა ხმალაძემ.


IPN.GE 







საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება

საპარლამენტო უმრავლესობის 6 დეპუტატი გიორგი გახარიას ახალ გუნდს უერთდება
access_time2021-04-14 12:09:18
„ქართული ოცნების“ დეპუტატები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე, მიხეილ დაუშვილი და ანა ბუჩუკური მმართველ პარტიას ტოვებენ.   ამის შესახებ დეპუტატებმა განცხადება პარლამენტში გააკეთეს.   „თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის, რომ ვართ გიორგი გახარიას გუნდი. ვართ თანამოაზრეები და გვაერთიანებს ღირებულებები. გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე. ვტოვებთ „ქართულ ოცნებას“ და...

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 

მთავრობის წვლილი წამლების გაძვირებაში - ცვლილება კანონში, რომელმაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდა 
access_time2021-04-14 10:00:02
მედიკამენტების ფასები საქართველოს მოსახლობის ყველაზე დიდი, მოუგვარებელი პრობლემაა, პრობლემა რომლის შესახებაც იცის ყველამ. საკითხზე წლებია საუბრობს როგორც მმართველი გუნდი, ისე ოპოზიციური პარტიებიც და თვითონ ფარმაცევტული კომპანიებიც, თუმცა ფაქტი ერთია, საუბართან ერთად ფასები მხოლოდ და მხოლოდ იზრდება. 2011 წლიდან საქსტატის მონაცემებით სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტების ფასი 105 პროცენტით, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები 60 პროცენტით, ხოლო ანტიბიოტიკები 78 პროცენტით გაიზარდა. როგორც...

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა

„2021-2026 წლებში მშპ 60%-ით გაიზრდება და 6782 აშშ დოლარი გახდება“ - მიხეილ დუნდუა
access_time2021-04-13 18:30:53
„სავალუტო ფონდის პროგნოზით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლიდან გაუმჯობესდება, 2022 წელს 7.98%_მდე დაიწევს, 2024 წლიდან კი 6%_ს ჩამოცდება და 2026 წლისთვის 5.56%_მდე შემცირდება. ერთ სულ მოსახლეზე მშპ აშშ დოლარში 2021-2026 წლებში 60%_ით გაიზრდება და ერთ სულზე 6782 აშშ დოლარი გახდება“ - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ „კომერსანტთან“ განაცხადა. მიხეილ დუნდუას განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის...

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

13 აპრილი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-04-13 18:00:28
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 13 აპრილის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 15 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 68 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი 16 პუნქტით გაუფასურდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 13 აპრილის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 14 აპრილისთვისაა) ეროვნული...

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს მთავრობა ლონდონის ბირჟაზე ახალი $500-მილიონიანი ევრობონდების განთავსებაზე განცხადებას აკეთებს
access_time2021-04-13 16:10:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, შერჩეულ საერთაშორისო და ადგილობრივ საინვესტიციო ბანკებთან (JP Morgan, Goldman Sachs, ICBC Standard, TBC Capital და Galt & Taggart), იურიდიულ მრჩევლებთან (Backer & McKenzie და BLC) და საერთაშორისო ფისკალურ აგენტთან (Citi) ერთად, დაასრულა ევრობონდების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. „ტრანზაქცია დღეს ოფიციალურად გამოცხადდა Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე. 13 და 14...


მსგავსი სიახლეები

up