თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ორგანიზაცია

თბილისის მერია დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით ორგანიზაცია "უსაფრთხო სივრცის" საჩივარს განიხილავს

access_time2018-08-30 10:25:48

თბილისის მერიაში ორგანიზაციის "უსაფრთხო სივრცე" საჩივრის განხილვა მიმდინარეობს. ორგანიზაცია ითხოვს, რომ დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა არ განხორციელდეს. "უსაფრთხო სივრცის" ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია" იცავს.


როგორც საჩივრის განხილვის დაწყებამდე საია-ს ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენით წარიმართება, სადაც "უსაფრთხო სივრცე" მერის წარმომადგენლებს დაუსაბუთებს თუ რატომ არ უნდა განხორციელდეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა.


მისივე თქმით, ნაგებობის გარდა, აღნიშნულ ადგილას მრავალფუნქციური ორანჟერიის გაშენებაზეა საუბარი.



"უსაფრთხო სივრცის" და მერიის წარმომადგენლების შეხვედრა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.


"საჩივარი შეეხება დიღმის ტყე-პარკს. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ე.წ. კიას შენობის ადგილზე იგეგმება სხვა შენობის განთავსება. ნებართვის გაცემის პირველი ეტაპი გავლილია. მიგვაჩნია, რომ საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით, ასევე იმ სტატუსის გათვალისწინებით, რაც ისტორიულად ჰქონდა დიღმის ტყე-პარს იქ არ უნდა განხორციელდეს მშენებლობა. პირიქით, თვითმმართველობამ სამომავლოდ უნდა იფიქროს, რომ უზრუნველყოს დიღმის ტყე-პარკის იმ მასშტაბებში დაბრუნება და აღდგენა, რომელიც მას ისტორიულად გააჩნდა.დღეს მერია მოისმენს ჩვენს მოსაზრებებსა და მტკიცებულებებს, ამის შემდეგ მოპასუხის მხარის, არქიტექტურის სამსახურის პოზიცია დაფიქსირდება. სავარაუდოდ, მესამე მხარედ დაინტერესებული მხარის სტატუსით იქნება წარმოდგენილი კომპანია "ანაქი".მის ინტერესებშიც არის კონტეტულ ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელება. ამის შემდეგ თბილისის თვითმმართველობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლითაც ან დააკმაყოფილებს საჩივარს, ან უარს გვეტყვის. ცხადია, დაველოდებით მათ გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მივიღებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ", - განაცხადა სულხან სალაძემ.





აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება

აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გაიყიდება
access_time2020-10-24 18:00:14
აშშ-ში პრემიუმ კლასის ღვინოების დახლზე ქართული ღვინო „მტევინო“ გამოჩნდება. კომპანიამ ექსპორტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები აშშ-სთან წარმატებით დაასრულა. ექსკლუზიური ხელშეკრულება ამერიკელ იმპორტიორებთან უკვე გაფორმებულია და სულ მალე, ამერიკელი მომხმარებელი ოთხი სახეობის  ქართულ ღვინოს დააგემოვნებს. მტევინოს გენერალური დირექტორის ლელა კობიაშვილის თქმით, ეს ღვინოებია: მტევინო რქაწითელი, ხაშმის საფერავი, მტევინოს მუკუზანი და ხაშმის საფერავი...

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-24 11:19:45
საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 26 503 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 412 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 10 163. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ათი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 193-ს...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 295 მილიონითაა შემცირებული
access_time2020-10-24 19:55:29
2020 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა 2.79 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მართალია 2020 წლის კორექტირებული ბიუჯეტის გეგმის 106%-ია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 294.6 მილიონი ლარით არის შეცმირებული. 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია. დღგ-ის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-23 21:00:15
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. თბილისს ხვალიდან 126 ახალი ავტობუსი მოემსახურება მუნიციპალური ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით, 226 ერთეული 12-მეტრიანი, კომპრესირებულ ბუნებრივ აირზე (CNG) მომუშავე, EURO 6-ის სტანდარტის ავტობუსი შეისყიდა. მათი ნაწილი...

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

23 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-23 18:15:38
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2202 ლარი...


მსგავსი სიახლეები

up