თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს

access_time2019-05-15 12:05:03

თბილისის მერია თვის ბოლოდან ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია ეტაპობრივად, სექციებად მოხდება, რათა არ მოხდეს ჭავჭავაძის გამძირის სრული გადაკეტვა.

 

„თვის ბოლოს ვიწყებთ, ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაციას, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში. როდესაც გვქონდა კომუნიკაცია და საუბარი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ (​GWP) მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობაზე, ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს, მოძრავი ავტომობილი აღმოჩნდეს მიწისქვეშ, მოხდეს ჩავარდნა, ისეა დაზიანებული.

 

მუდმივად ხდება მიწის გამორეცხვა. არის მონაკვეთები, რომელიც არის ჩავარდნილი და ეს გამოწვეულია იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ გვესმის თუ რამდენად რთული იქნება ამ ქუჩის გადაკეტვა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეტაპობრივად გავაკეთოთ, სექციებად დავყოთ, რომ მთლიანი გადაკეტვა არ მოხდეს და არ გამოიწვიოს პარალიზება ქალაქში. შესაბამისად, პირველი მონაკვეთი იქნება ვარაზისხევის ამოსასვლელიდან „პიქსელის“ შენობამდე. ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ზუსტად ეს მონაკვეთი და პირველი რაც გაკეთდება, ეს არის მიწისქვეშა სამუშაოები.

 

ასევე ვიწყებთ მთლიანად მოწესრიგებას, ეს არის საფეხმავლო ბილიკები ქვეითად მოსიარულეებისთვის, განათებების მთლიანად მოწესრიგება, ელექტროგადამცემი ხაზების მიწისქვეშ ჩატანა, ახალი განათებების დამონტაჟება, გამწვანებითი სამუშაოები. გვექნება განახლებული  და ყველანაირად მოწესრიგებული ქუჩა“, – განაცხადა კახა კალაძემ.





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up