თბილისის მერია „ბიუ-ბიუს„  ჯიხურების ადგილის შეცვლას ითხოვს

თბილისის მერია „ბიუ-ბიუს„ ჯიხურების ადგილის შეცვლას ითხოვს

access_time2018-08-02 12:48:13


თბილისის მერია ბიუ-ბიუს ჯიხურების სხვა ადგილს გადატანას ითხოვს, ამის შესახებ კომპანია ჩირინას“ დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ საქმიანი დილის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება კომპანიას რეალიზაციის პრობლემას შეუქმნის. 



ქალაქის მერიამ, კერძოდ ურბანიზაციის სამსახურმა, შემოგვთავაზა, რომ ჩვენი 15 ჯიხური, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ადგილასაა ლოკალიზებული და სადაც ბიუ-ბიუს პროდუქციის რეალიზაცია ხდება, სხვა უბანში გადავიტანოთ. ეს თითქოს მარტივად სათქმელია, მაგრამ რეალურად მარტივი შესასრულებებლი არ არის. 


ჩვენთვის გაუგებარია, ურბანიზაციის სამსახურის ეს მოთხოვნაა, რადგან ქალაქში ურბანიზაცია რაც იყო 5 წლის წინ, ისაა დღესაც და ასეთი მკვეთრი ცვლილება არ არის მართებული. ჩვენთვის წერილობით არავის მოუმრთავს და რა მიზეზით გაუჩნდა ამ სამსახურს ეს მოთხოვნა გაურკვეველია. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ქალაქის მერიასთან და იმედია დადებითად დასრულდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს კომპანიის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ჩვენ ფაქტიურად მსხვილ გადამხდელთა რიცხვს მივეკუთვნები და კომპანიის წლიური შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში 16-18 მილიონი ლარია, გარდა ამისა, ჩვენს დისტრიბუციაში დასაქმებულია 250 ადამიანი, საწარმოში - 400 და მრავალრიცხოვანი ფერმერთა არმია, რომლებიც ფაქტიურად ჩვენთან ერთად მუშაობენ. გასულ წელს მწყობრში შევიყვანეთ სიმინდის საშრობი და საქართველოში რა სიმინდიც მოდის, მთლიანად ჩვენ უნდა შევისყიდოთ“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ. 



ჩირინას დამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქცია ჯიხურებში მომხმარებლისთვის უფრო იაფია, რადგან მაღაზიაში და სავაჭრო ობიექტებში მისი შეტანა ავტომატურად იწვევს ქათმის ხორცის ფასის ზრდას. 




ჩემთვის პირად მიზანს არ წარმოადგენს ჯიხურებში პროდუქციის გაყიდვა. როდესაც ქვეყნის შემოსავალი გაიზრდება და მოსახლეობას საშუალება ექნება ქათმის ხორცი უფრო ძვირად შეიძინოს, ეს ყველაფერი მაღაზიაში შევა. მე მქონდა მცდელობა, რომ მაღაზიებში და მარკეტებში შევსულიყავით, მაგრამ ამ შემთხვევაში ხორცის ფასი მატულობს, მომხმარებლისთვის ფასი იზრდება და გაყიდვები გვიმცირდება“ - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.


bm.ge

 



თეგები:
ბიუ-ბიუ



ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ

ალექსანდრ ლუკაშენკო - საზღვარგარეთის მთავრობა არ გვჭირდება და არც შუამავლები, ქვეყანას არავის დავუთმობთ
access_time2020-08-15 19:23:51
ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსს ჰყავს კონსტიტუციური მთავრობა. ამის შესახებ განცხადება ბელარუსის პრეზიდენტმა თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე...

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს

Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს
access_time2020-08-15 18:00:43
ქალის ტანსაცმლის ბრიტანული ბრენდი Wallis-ი საქართველოს ბაზარს ტოვებს. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ ხელმძღვანელმა რევაზ მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ბრენდის მიერ საქართველოს ბაზრის დატოვება კრიზისთან კავშირში არ არის.„Wallis-ი წარმოადგენს Arcadia Group-ს და ჩვენმა კომპანიამ ბოლო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვიტა თანამშრომლობა ამ ჯგუფთან. არა მარტო საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც ვართ წარმოდგენილები, ეტაპობრივად დავხურეთ ამ ჯგუფში...

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს

3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი, რომელიც დაცულია ზომბებისგან, ანადგურებს ვირუსებისა და ბაქტერიების 99,9%-ს
access_time2020-08-15 15:00:15
კომპანია “ჰაუსი” ყიდის ჭკვიან სახლებს, რომლებსაც გააჩნიათ დაცვა ვირუსებისგან. “ჰაუსის” სახლები იყიდება მზა, სრულიად კეთილმოწყობილი, მზის ენერგიის გამოყენებისა და წყლის გადამუშავების ტექნოლოგიით. არ სჭირდება არც სპეცილიზირებული საძირკვლები, არც ინსტალაციის პროცესები. კომპანია ირწმუნება, რომ სახლი შესაძლოა დაიდგას ნებისმიერ ბრტყელ მიწის ზედაპირზე. სახლი შედგება შუშისა და გლუვი თეთრი...

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა

„ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა
access_time2020-08-15 11:57:01
გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო „ფიტჩმა“ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად – „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა....

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?

გზები საჭირო უმრავლესობისკენ - დამოუკიდებლად თუ კოალიციით?
access_time2020-08-15 14:00:57
  „ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მას არც უმრავლესობის შექმნა გაუჭირდება და არც მთავრობის დაკომპლექტება. ძირითადი ოპოზიციური პარტიები კი, მომავალ პარლამენტში ძალთა გაერთიანებასა და კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას გეგმავენ. რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები? რამდენი პარტია შეიძლება შევიდეს პარლამენტში? ვის როგორი შანსები აქვს ამ ეტაპისთვის?   „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა...


მსგავსი სიახლეები

up