თბილისის მერია ავტოგასამართი სადგურების გადატანის გეგმაზე მუშაობს – როდის დაუბრუნდებათ ფეხით მოსიარულეებს ტროტუარები?

თბილისის მერია ავტოგასამართი სადგურების გადატანის გეგმაზე მუშაობს – როდის დაუბრუნდებათ ფეხით მოსიარულეებს ტროტუარები?

person access_time2016-04-05 09:01:52

თბილისში ბენზინგასამართი სადგურების პრობლემის მოგვარებისკენ პირველი ნაბიჯები, შესაძლოა, ახლო მომავალში გადაიდგას. განსხვავებით წინა წლებში საცხოვრებელი კორპუსების ქაოტური მშენებლობისგან, ბენზინგასამართი სადგურების პრობლემა შესაძლოა გამოსწორდეს – შესაძლებელია, მათი ერთი ადგილიდან სხვა ადგილებში გადატანა. 

 

თბილისის მერიაში უკვე საუბრობენ, რომ სადგურების ნაწილი, რომლებიც საცობების ერთერთი გამომწვევი ფაქტორია, აღებულ და სხვა ადგილზე გადატანილი უნდა იქნას. 

 

ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბარში რამდენიმე დღის წინ მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა. თბილისის მაღალჩინოსნის ამ განცხადების შემდეგ „კომერსანტი“ დაინტერესდა, აპირებს თუ არა ხელისუფლება, დედაქალაქში, პირდაპირ ტროტუარებზე, ხშირ შემთხვევაში კი რეკრეაციულ ზონების უშუალო სიახლოვეს განთავსებული ბენზინგასამართი სადგურების გადატანას. 

 

არსებობს თუ არა სტანდარტი, ტროტუარიდან და დასახლებიდან რა სიშორეზე უნდა მდებარეობდეს ავტოგასამართი სადგური, უსაფრთხოების რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს და დგას თუ არა ხელისუფლების დღის წესრიგში ამ პრობლემის სრულად მოგვარება?

 

„კომერსანტმა“ ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად არაერთ სამთავრობო უწყებას მიმართა, თუმცა სათანადო პასუხი ვერ მივიღეთ. 

 

შეგახსენებთ: თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ რამდენიმე დღის წინ „კომერსანტთან" განაცხადა, რომ საცობების განტვირთვის მიზნით თბილისის ცენტრიდან, შესაძლოა, რამდენიმე ბენზინგასამართი სადგური გადაიტანონ. „ინფრასტრუქტურული გეგმის ნაწილია რამდენიმე კვანძის მოწესრიგებაც. გვაქვს რამდენიმე ადგილი, სადაც შეიძლება ეს განხორციელდეს. ეს არის სააკაძის მოედანი, აჭარის მიმდებარე ტერიტორია, გმირთა მოედანი, ამ შემთხვევაში საუბარია ბენზინგასამართი სადგურების აღებაზე, უფრო სწორად კი გადატანაზე. რომლებმაც გზების გამტარუნარიანობა უნდა გაზარდოს. ასეთი კვანძები მოეწყობა კიდევ რამდენიმე ადგილზე"-აღნიშნა ლექვინაძემ.




პრობლემის სიმწვავეზე  საუბრობს არქიტექტორი ლადო ვარდოსანიძე და აცხადებს, რომ ის, რაც ამ მიმართულებით ქალაქში ხდება, კატასტროფაა. მისი თქმით, დღეს თბილისში არავითარი ნორმები დაცული არ არის, რაც რეალურად, სატრანსპორტო კოლაფსს ქმნის.


„ჩვენ ვცხოვრობთ ბეტონის ჯუნგლებში, სადაც ათწლეულების განმავლობაში ჯუნგლების კანონი ბატონობდა. ეს ყველაფერი ახლაც გრძელდება. ძალიან კარგია, რომ თბილისის მერიამ დაინახა პრობლემები. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა სანაპიროზე-გმირთა მოედანზე, ანუ ლაგუნა ვერესთან ახლოს. იქ არსებული რამდენიმე ბენზიგასამართი სადგური ნამდვილად აფერხებს მოძრაობას და აუცილებლად გადასატანია. გარდა ამისა, თბილისში არის რამდენიმე ბენზიგასამართი სადგური, რომელიც ცენტრიდან უნდა გავიდეს"-აცხადებს ვარდოსანიძე.

 


ბენზიგასამართი სადგურების გადატანის აუცილებლობაზე და ზოგადად, ამ მხრივ სრულად უკონტროლო სიტუაციაზე საუბრობს „არქიტექტორთა კავშირის" თავმჯდომარე დავით აბულაძე, რომელიც აცხადებს, რომ წლობის განმავლობაში ასეთი სადგურებისთვის არამართებულად გაიცემოდა ადგილები, შედეგად კი გადატვირთული სატრანსპორტო კვანძები მივიღეთ.


აბულაძის განმარტებით, აუცილებელია მოხდეს ასეთ ადგილებში აშენებული ბენზინგასამართი სადგურების ადგილმონაცვლეობა. საუბარია გმირთა მოედაზე, სადაც როგორც აბულაძე აცხადებს, სავალი ნაწილი იმის გამო ვერ გაფართოვდა, რომ იქ ბენზინგასამართის ადგური იყო. ასევე პრობლემურია ვახუშტის ხიდზე გადასასვლელი. მისი განცხადებით, ეს პრობლემა აუცილებლად რაიმე ფორმით უნდა დარეგულირდეს.


აბულაძის განცხადებით, სტანდარტით არ შეიძლება მაღალი მიზიდულობის შენობა–ნაგებობების სატრანსპორტო კვანძებში აშენება. მისი თქმით, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანაში არ არსებობს პროექტირება-დაგეგმარების ერთიანი წესი, რომელიც ამ საკითხებს დაარეგულირებს. „დღეს ჩვენთან მაგალითად, 30 ქვეყნის წესი და სტანდარტი მოქმედებს, რაც არ შეიძლება, 2017 წლიდან შემოდის ევროპის კოდები, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული ტექნიკური სტანდარტების შემუშავებას, ბუნებრივია, ამაზე უნდა მუშაობდეს ქვეყანა. ეს აუცილებელია. არ შეიძლება ქვეყანაში რამდენიმე ქვეყნის სტანდარტი არსებობდეს. ჩვენი ჩვენი განლაგება და უსაფრთხოება გვაქვს, სხვა ქვეყანას თავისი. შედეგად, იმ წესების ჩვენზე ასე პირდაპირ გადმოტანა არ შეიძლება. ეს რთული საკითხია და კარგია, რომ ამაზე მერია იწყებს ფიქრს. გენერალური გეგმა იმდენად მაღალი დონის დოკუმენტია, რომელიც ასეთ დეტალებში არ შედის"-აცხადებს აბულაძე.


 

მუშაობს თუ არა ქვეყანა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებაზე, რაც საკუთარი პროექტირება-დაგეგმარების წესების არსებობაში გამოიხატება? თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხის რეგულაცია სრულად ეკონომიკის სამინისტროს ვალდებულებაა. 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაზის, ნავთობისა და ქიმიურ ობიექტებზე ზედამხედველობის სამმართველოს წარმომადგენელი დავით დუმბაძე აცხადებს, რომ ბენზინგასამართი სადგურების რეგულაცია მათი სამმართველოს კომპეტენცია უკვე წლებია აღარ არის. მათი საზედამხედველო სფერო ახლა უკვე გაზგასამართი სადგურებია. შედეგად, აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტმა“ სხვა განყოფილებას უნდა მიმართოს. რაც შეეხება სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ჩვენ მათთან დაკავშირებას და საკითხის გარკვევას ამ დრომდე უშედეგოდ ვცდილობთ.


2015 წლის იანვრიდან საქართველოში  მოქმედებს ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელშიც, ავტოგასამართი სადგურების უსაფრთხო ექსპლოატაციის ნორმებია განსაზღვრული. რაც შეეხება ასეთი სადგურის განთავსების კრიტერიუმებს, რეგლამენტის თანახმად, მინიმალური მანძილები ავტოგასამართი კომპლექსიდან იმ ობიექტებამდე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან კომპლექსს, განისაზღვრება მოქმედი სტანდარტის შეასაბამისად. თუმცა როგორია სტანდარტი და არსებობს თუ არა, მაგალითად, ტროტუარიდან დაშორების სტანდარტი ან ქალაქის გარკვეულ მონაკვეთებში ასეთი ობიექტის განთავსების აკრძალვა, „კომერსანტმა“ ამ შეკითხვებზე პასუხების მიღება ვერ შეძლო და, მცდელობის მიუხედავად, ვერც ის დაადგინა, ვინაა პასუხისმგებელი აღნიშნული სტანდარტების დაცვაზე.


„კომერსანტი“ შეეცადა გაერკვია, როგორია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობის სტანდარტები უცხოეთში. მაგალითად, უკრაინაში სადგურის  მინიმალური დაცილება საზოგადოებრივი ან საცხოვრებელი შენობებიდან 25–დან 80 მეტრამდე განისაზღვრება ავტოგასამართი სადგურების ტიპისა და გარკვეული მოწყობილობების მიხედვით, რომელიც სადგურს უნდა გააჩნდეს. ასევე აკრძალულია ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა დასვენების ზონებში, სავალი ნაწილიდან 10 მეტრის დაშორებით. ევროპის მთელ რიგ ქალაქებში ავტოგასამართი სადგურების შენობებთან ახლოს აგება დასაშვებია, თუმცა უსაფრთხოების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის პირობით.



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up