თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

თბილისის მერია 29 მილიონ ლარად 300 მიკროავტობუსს ყიდულობს, რომელიც ყვითლის ნაცვლად ლურჯი ფერის იქნება

access_time2020-04-06 15:38:38

დედაქალაქის მერია 29 მილიონ ლარად 300 ერთეულ, დიზელის საწვავზე მომუშავე მიკროავტობუსს ყიდულობს.აღნიშნულთან დაკავშირებით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ელექტრონულ ტენდერს აუქციონის გარეშე აცხადებს.


სატენდერო პირობების თანახმად, იცვლება თბილისის მიკროავტობუსის ფერი და ის ყვითელის ნაცვლად, „მეტალიკი ლურჯი” იქნება. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მიკროავტობუსს არანაკლებ 17 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.


ამავე დოკუმენტის თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 14 აპრილს, 12:00 საათზე დასრულდება. შეთავაზების კლების ბიჯი 145 000 ლარია, გარანტიის ოდენობა 290 000 ლარი, ხოლო გარანტიის მოქმედების ვადა 160 დღე.


მერიის მოთხოვნის თანახმად, მწარმოებელ კომპანიას უნდა ჰქონდეს M2 კატეგორიის ავტობუსების წარმოების არანაკლებ 30-წლიანი გამოცდილება, ხოლო ტენდერში მონაწილე კომპანიის ბრუნვა გასული სამი წლის განმავლობაში მინიმუმ 30 მილიონი ლარი უნდა იყოს.


ამასთან ერთად, პირობების მიხედვით პრეტენდენტს თბილისში ან თბილისიდან 30 კილომეტრის ფარგლებში უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული სერვის ცენტრი.


შესასყიდი მიკროავტობუსის ზუსტი გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:



სიგრძე - არაუმეტეს 6.97 მეტრი; სიგანე - არაუმეტეს 2.5 მეტრი; სიმაღლე - არაუმეტეს 2.9 მეტრი; ძრავი - დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავი, არანაკლებ ევრო V ემისიის სტანდარტის შესაბამისი; ძრავის მოცულობა - არაუმეტეს 3.0 ლიტრი; ძრავის სიმძლავრე - არანაკლებ 130 ცხენის ძალა; საწვავის მოხმარება 100 კილომეტრზე - ქალაქში არაუმეტეს 10 ლიტრისა, შერეული/კომბინირებული - არაუმეტეს 9 ლიტრისა; ქალაქგარეთ - არაუმეტეს 7.5 ლიტრისა; საწვავის ავზის მოცულობა არანაკლებ 70 ლიტრისა.


არანაკლებ 2 (ორი) უსაფრთხოების ბალიში (მძღოლის და წინა მგზავრის). ყველა სავარძელზე დამონტაჟებული სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი.

მიკროავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.


შემოთავაზებული ავტობუსის დასაჯდომები უნდა იყოს ანატომიური ტიპის. არ უნდა ჰქონდეს უხეში კიდეები. სკამების ჩარჩოები დამზადებული უნდა იყოს მეტალის ან მსგავსი გამძლე მასალისაგან რომელიც ხილვად (დაუცველ) ნაწილში შეღებილი იქნება შავად. დასაჯდომები და საზურგები დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით სტანდარტული დიზაინის და ფერის. მძღოლის სავარძელი უნდა იყოს არანაკლებ 4 (ოთხი) მიმართულებით მექანიკურად ან ავტომატურად რეგულირებადი. მძღოლის და წინა მგზავრის სავარძლებს უნდა ქონდეთ არანაკლებ 2 (ორი) მიმართულებით მექანიკურად ან ავტომატურად რეგულირებადი თავის მისაყრდნობები და მძღოლის სავარძელს უნდა გააჩნდეს იდაყვის ჩამოსადები.


მიკროავტობუსს უნდა გააჩნდეს მგზავრთა განყოფილების ინტეგრირებული კონდინცირება და გათბობა. ავტობუსის კონდინცირება გათვლილი უნდა იყოს თბილისის კლიმატურ პირობებზე (-15˚C - +45˚C). გათბობის სისტემამ უნდა უზრუნველყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში თბილი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას. აგრეთვე კონდინცირების სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს ავტობუსის მთლიან შიდა სივრცეში ცივი ჰაერის თანაბარ გადანაწილებას.


მიკროავტობუსს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 2 (ორი) დინამიკი, AM/AF რადიო და AUX, USB შესაერთებლები. აუდიოკონტროლი საჭეზე. მიკროავტობუსს უნდა ჰქონდეს არანაკლებ 17 დასაჯდომი ადგილი + 1 დასაჯდომი მძღოლისთვის.


შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა მიკროავტობუსების ჩანაცვლების საჭიროებაზე განცხადება გასული წლის ბოლოს გააკეთა. როგორც კახა კალაძე აღნიშნავდა, დედაქალაქის მერია და კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ერთობლივად განახორციელებენ.


მერიაში ასევე აცხადებდნენ, რომ მიკროავტობუსების კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია და მოძველებული ყვითელი სამარშრუტო ტაქსების ჩანაცვლება მგზავრობის ტარიფის შეუცვლელად განხორციელდება.


წყარო: ipn.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up