თბილისის მერი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

თბილისის მერი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

access_time2020-03-12 21:10:03

თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.



„შეხვედრაზე საუბარი გერმანიის მთავრობისა და გერმანიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ დანერგვის, კულტურისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ასევე, გერმანულ-ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და აღდგენის მიმართულებებს შეეხო.



დედაქალაქის მერმა გერმანიის ელჩს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თბილისში ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი სხვა პროექტებიც გააცნო.



როგორც კახა კალაძემ შეხვედრაზე განაცხადა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ევროპული სტანდარტების შესაბამისად განვითარება თბილისის მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ პროცესში გერმანული მხარის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.




შეხვედრაზე საუბარი ასევე, შეეხო კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე პრევენციულ ღონისძიებებს. თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებს დედაქალაქის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინირებულად, ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს.



მერის მოადგილე მაია ბითაძემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა თბილისში მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით გერმანულ მხარესთან წარმატებულ თანამშრომლობას.



მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიის „ჭკვიანი შუქნიშნების“ დანერგვის პროექტი გერმანული მთავრობის მიერ მოცემული სპეციფიკაციების შესაბამისად, მიმდინარე წელს დაიწყება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქალაქის საცობებისგან განტვირთვასა და ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებაში.



თავის მხრივ, გერმანიის ელჩმა საქართველოში ტრანსპორტის განვითარებისა და კულტურის მიმართულებით, სხვა პროექტებში თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.



თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ასევე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, დანიელ ჰაასი ესწრებოდა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up