თბილისის მერი სამგორის რაიონში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი სამგორის რაიონში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციას დაესწრო

access_time2019-12-09 22:26:32

სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საზოგადოებას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.



„დიდი შრომაა ჩადებული ამ ყველაფერში და ჩვენი ყველა ნაბიჯი გადადგმულია იქითკენ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი და მოწესრიგებული. არაერთი გამოწვევა, პრობლემა არსებობს, მაგრამ ვართ ოპტიმისტები, ვხედავთ, თუ რამხელაა საზოგადოების მხარდაჭერა და თანადგომა ჩვენი გუნდის მიმართ, დედაქალაქის მთავრობის მიმართ. ეს ჩვენთვის დამატებითი სტიმულია, რომ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ მუშაობა. პირობას გაძლევთ, ყველა გამოწვევას, რომელიც დედაქალაქს აწუხებს, ღირსეულად გადავლახავთ. გვაქვს შემართება, ენთუზიაზმი და რაც ყველაზე მთავარია - მოსახლეობის თანადგომა და მხარდაჭერა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



კახა კალაძის თქმით, იზრდება დედაქალაქის ბიუჯეტი, რაც თბილისის სხვადასხვა რაიონებში უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას იძლევა.



„მომავალი წელი კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება როგორც სამგორის რაიონისთვის, ასევე სრულიად ქალაქისთვის, რადგან დედაქალაქის შემდეგი წლის ბიუჯეტი რეკორდულია. მილიარდ სამასი მილიონი დაიხარჯება და ეს თანხები იქნება განაწილებული მთელი ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პროექტზე. სამგორის რაიონს მომავალ წელს მეტი ბიუჯეტი ექნება, ვიდრე შარშან ჰქონდა და ეს მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.



მან მადლობა გადაუხადა სამგორის რაიონის გამგებელს და მის წინამორბედებს, ასევე ამავე რაიონის დეპუტატებს.



„მინდა, წარმატებები ვუსურვო სამგორის რაიონის გამგებელს და მადლობა გადავუხადო ყველა იმ გამგებელს, რომელიც აქამდე მუშაობდა და თავისი აგური დადო სამგორის რაიონის განვითარებაში. გარდა ამისა, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო თქვენ მიერ არჩეულ დეპუტატებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეტი ბიუჯეტი წამოიღონ, მეტი პროექტი განახორციელონ და მოაგვარონ ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.



სამგორის რაიონის გამგებელმა დამსწრე საზოგადოებას როგორც დასრულებული, ისე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.



კახა სამხარაძის განცხადებით, 2018-2019 წლებში სამგორის რაიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 300 130 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 12 659 834 ლარი გამოიყო. ასფალტის საფარი დაიგო ისეთ ქუჩებზეც, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა 30-40 წლის განმავლობაში არ მოწყობილა; დედაქალაქს შემოერთებულ ხუთ სოფელში მოწესრიგდა შიდა გზები, მოეწყო სკვერები, სპორტული მოედნები და ფიტნეს ზონები, გარდა ამისა, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნასაგურის ცენტრალურ გზას.



სამგორის რაიონის გამგეობა აქტიურად აწესრიგებს მიწისქვეშა კომუნიკაციებსაც. სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები მოეწყო და რეაბილიტირდა 96 მისამართზე. გარდა ამისა, რაიონის ტერიტორიაზე მოეწყო 34 სკვერი, ამჟამად კი მსგავსი ტიპის სამუშაოები კიდევ სამ მისამართზე მიმდინარეობს.



ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 38 სპორტული მოედანი; 59 მისამართზე დამონტაჟდა ტრენაჟორები.



„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 385 პროექტი დაფინანსდა; კაპიტალურად გამაგრდა 5 ავარიული საცხოვრებელი სახლი; 113 მისამართზე სახლის სახურავი შეიცვალა; წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 68 მისამართზე ჩატარდა; რეაბილიტირდა და განახლდა 28 ლიფტი.



მოსახლეობის ჩართულობით, გაიმართა სხვადასხვა ტიპის კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო 26 ღონისძიება; საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 201 ოჯახს გადაეცა.



ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში, 41 121 735 ლარი დაიხარჯა.



პრეზენტაციას ასევე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის მთავრობის წევრები, საკრებულოს წარმომადგენლები და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ.








მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე

მიზანი იყო კონტრაბანდული გზით სიგარეტის აფხაზეთის გავლით რუსეთში ჩატანა - სომეხი პოლიტოლოგი ნიკოლ ფაშინიანის სახელისუფლებო კორუფციაზე
access_time2020-05-25 20:00:15
სომხეთის პრემიერის ოჯახი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის გავლით სიგარეტის ექსპორტის გამო სკანდალში რომ გაეხვა, ამის შესახებ ინფორმაცია სომხეთის ყოფილმა ელჩმა ვატიკანში მიკაელ მინასიანმა გაავრცელა. „კომერსანტმა“ მოიპოვა მასალა, სადაც მინასიანი თავის ვიდეომიმართვაში განმარტავს, რომ სქემის მიხედვით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ოჯახი სიგარეტის ექსპორტს ახორციელებს და ეს...

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა

მთავრობამ Air Baltic-ს საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლების ნებართვა მისცა
access_time2020-05-25 19:30:03
„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანების მიმოსვლის დროს უსაფრთხოება იქნება დაცული. ეს არის სწრაფი და ეფექტური გზა იქითკენ, რომ ჩვენ, ზაფხულის სეზონზე, შევძლოთ ვუმასპინძლოთ ტურისტებს როგორც ლატვიიდან, ასევე მთლიანად ბალტიის ქვეყნებიდან უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების...

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა

25 მაისი - ქართული ლარის კურსი არ შეცვლილა, აზერბაიჯანული მანათი გამყარდა
access_time2020-05-25 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.      ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 25 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი აშშ დოლართან...

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების 4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს

უძრავი ქონების პლკატფორმა Livo იპოთეკური სესხების  4%-იან სუბსიდირებას ვარაუდობს
access_time2020-05-25 18:00:49
უძრავი ქონების პლკატფორმა Livo ვარაუდობს, რომ მთავრობა იპოთეკურ სესხებს 4%-ით დაასუბსიდირებს.როგორც პლატფორმის დამფუძნებელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა, თუ სახელმწიფო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, წელს თბილისში საცხოვრებელი ქონების დონე 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება. კითხვაზე თუ აქვს მოლოდინი რომ მთავრობა იპოთეკური სესხების 4%-ით სუბსიდირებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, გიორგი ჩუმაშვილი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი, სწორი და სამართლიანი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-05-25 21:30:49
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ივლისიდან გადაუდებელ სამედიცინო დახმარებასა და კარდიოქირურგიაში სანებართვო მოთხოვნები მკაცრდება საქართველოს მთავრობის № 520-ე დადგენილების ამოქმედების შემდეგ ახალი ცვლილებების დრო დადგა. ამჯერად, საქმე ეხება №385-ე...


მსგავსი სიახლეები

up