თბილისის მერი საბურთალოს რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი საბურთალოს რაიონის გამგებლის საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

access_time2019-12-17 16:03:49

საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ მოსახლეობას გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში შესრულებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.



დედაქალაქის მერმა საბურთალოს გამგებელსა და გამგეობის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.



„შემიძლია გითხრათ, რომ 2020 წელი გაცილებით უკეთესი იქნება ჩვენი თბილისისთვის, რადგან ბიუჯეტი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. 1,3 მილიარდია გამოყოფილი, რომელიც, რა თქმა უნდა, ქალაქს მოხმარდება. ეს ნიშნავს, რომ თბილისის ყველა რაიონში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მომავალ წელს საბურთალოს რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის სრულ რეაბილიტაციას ვგეგმავთ. სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციებიც და რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კეთილმოწყობილი საავტობუსე ზოლებით, ველობილიკებითა და სხვა გამართული ინფრასტრუქტურით აღნიშნული გამზირი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ტერიტორია იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.



თბილისის მერის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული, სოციალური და ჯანდაცვის სფეროები პრიორიტეტული იქნება.



„მიუხედავად, იმისა, რომ ბევრ ადამიანს ვეხმარებით, ბევრი პროექტი განვახორციელეთ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ბევრი ოჯახი, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება. ამ ოჯახებს ისე ვერ დავტოვებთ და მათ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება. რა თქმა უნდა, საბურთალოს რაიონში მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ზურგს გამგეობა და გამგებელი უმაგრებს. იმ პროექტებს, რასაც გამგეობა ვერ განახორციელებს, იცოდნენ, რომ ჰყავთ მუნიციპალიტეტი, მერიის თანამშრომლები და ხელს შევუწყობთ, რათა მომდევნო წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა შევამციროთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ამას ეკონომიკის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა სჭირდება. მინდა, წარმატებები გისურვოთ და მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც ჩვენი ქალაქისთვის აკეთებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.




საბურთალოს გამგებელმა საქმიანობის ორი წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, რაიონში საგზაო სამუშაოები 206 005 კვ.მ ფართობზე განხორციელდა - მოწესრიგდა 27 ქუჩა და 77 ეზო; 54 სკვერთან ერთად, მოეწყო და რეაბილიტირდა 11 საბავშვო მოედანი; განხორციელდა 98 ავტოფარეხის დემონტაჟი, სადაც დასასვენებელი სივრცეები მოეწყო.



ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ოთხი ახალი სპორტული მოედანი მოეწყო, ხოლო 31 მისამართზე არსებული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა; 25 მისამართზე მოეწყო ფიტნეს ზონა, რომელთა შორისაა ინოვაციური, თანამედროვე, მულტიფუნქციური სპორტული სივრცე ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძთან და დიდ დიღომში, ბრწყინვალეს ქუჩა N1-ის მიმდებარედ.



ორი წლის განმავლობაში, გამგეობის მიერ ძველ ვეძისში, 15 კილომეტრზე წყალმომარაგების ქსელი მოეწყო. პროექტის ფარგლებში, ასევე, სატუმბი სადგური და რეზერვუარი აშენდა, რის შედეგადაც, ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით არის უზრუნველყოფილი; საგზაო სამუშაოები განხორციელდა დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, სადაც მოსახლეობა გრუნტის გზით გადაადგილდებოდა.



„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის 300 პროექტი განხორციელდა. მათ შორის არის, წყლისა და წყალარინების შიდა ქსელის მოწესრიგება, ლიფტების შეკეთება, სახურავების რეაბილიტაცია, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები და სხვა. ასევე, ჩატარდა კულტურული და სპორტული 28 ღონისძიება; 24 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა.



„ორი წლის განმავლობაში, საბურთალოს რაიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტები განხორციელდა, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები. მომავალ წელს მუშაობის იმავე ტემპით განვაგრძობთ, რათა გამოწვევები დავძლიოთ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.



საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ორი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 39 808 304 ლარი დაიხარჯა.



პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები მამუკა მდინარაძე და დავით უთმელიძე ესწრებოდნენ.







დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up